in

გურამ დოჩანაშვილის საჩუქარი 13 ივნისის მოხალისეებს და მათ, ვისაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს!

გურამდოჩანაშვილი_13

2015 წლის 13 ივნისი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. დაღუპული ადამიანები, ადიდებული ვერე, დანგრეული სახლები, განადგურებული ზოოპარკი… თუმცა, ამ მოვლენამ სოლიდარობის უზარმაზარი მოძრაობა გამოიწვია – ერთად მდგარი ახალგაზრდები, შიშველი ხელებით, ტალახში, წვიმაში, ზოგჯერ წყლისა და საკვების გარეშე ცდილობდნენ ცოტათი მაინც შეემსუბუქებინათ დაზარალებულების მდგომარეობა, ცოტათი მაინც დაემსგავსებინათ თბილისი ქალაქისთვის.

ყველასთვის საყვარელი მწერალი – გურამ დოჩანაშვილი სწორედ მათ უძღვნის თავის ახალ წიგნს „გივიზე“, რომლის პერსონაჟიც მწერლის მეგობარი, 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული, ზოოპარკის თანამშრომელი – გივი დვალია. გივი დვალი თითქმის მთელი ცხოვრება ზოოპარკში მუშაობდა და ცხოვრობდა და ყურადღებას არ აკლებდა ცხოველებს.

ყველა, ვისაც ახსოვს სტიქიის დროს დაღუპულები, დაზარალებულები, ვერეს ხეობა, ზოოპარკი… ყველას, ვინც გულთან მიიტანა ეს ტრაგედია, ვინც მიიჩნევს რომ თბილისი ერთია და ყველა უბედობას ერთად მოვერევით, ელექტრონული წიგნების სახლი “საბა: გიწვევთ ზოოპარკში, 10 ოქტომბერს, 12.00 საათზე.  გურამ დოჩანაშვილს სურს პირადად აჩუქოს თავისი ახალი წიგნი ყველა იმ ადამიანს, ვინც 13 ივნისის მოხალისეობრივ ფრონტს შეადგენს.  11 ოქტომბრიდან კი ყველა მკითხველს შეუძლია უფასოდ ჩამოტვირთოს ამ წიგნის ელექტრონული ვერსია saba.com.ge-დან.

შემოგვიერთდით, ხმა მიაწვდინეთ ყველა მოხალისეს!

ივენთს ბმული: https://www.facebook.com/events/1493763564253846/

24 ოქტომბერს Bike Fest 2015 ჩატარდება

“ჯუთის სახლი” – სასტუმრო 2200 მეტრის სიმაღლეზე