in

Google-ის საოფისე პროგრამებს – Docs-ს, Sheets-სა და Slides-ს უკვე Dark Mode აქვს

veon
veon

Google-მა საოფისე პროგრამებისთვის – Docs, Sheets და Slides ღამის რეჟიმი აამოქმედა, თუმცა, ის ჯერჯერობით, მხოლოდ Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებისთვისაა ხელმისაწვდომი. თუ თქვენ გაქვთ Andriod 10-ზე, ან მის შემდგომ ვერსიებზე მომუშავე სმარტფონი, ღამის რეჟიმის გამოყენებას თავისუფლად შეძლებთ. ამისათვის, მოწყობილობის Settings-ს უნდა ეწვიოთ, შემდეგ Display-ს და აქედან აარჩიოთ Theme. სხვა შემთხვევაში, ღამის რეჟიმის გააქტიურება უშუალოდ აპლიკაციებში (Docs, Sheets და Slides), მენიუს ნიშანზე დაჭერით, Settings-ებში შესვლითა და შემდეგ უკვე შესაბამისი თემის არჩევით შეგიძლიათ (როგორც ქვემოთ მოცემულ გიფშია).

მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის, უფრო კონკრეტულად კი, მათი თვალებისთვის, ღამის რეჟიმი (Dark Mode) გაცილებით კომფორტულია, რადგან თვალებში თეთრი ნათება არ ხვდებათ. მით უფრო მოსახერხებელია ეს რეჟიმი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ღამით მუშაობენ.

Google-ის საოფისე აპლიკაციებში Docs, Sheets და Slides ღამის რეჟიმი უკვე ამოქმედდა, თუმცა, იმისათვის რომ მისი გამოყენება Android 10-სა და მის შემდგომ ვერსიებზე მომუშავე სმარტფონების ყველა მფლობელმა შეძლოს, რამდენიმე კვირაა და აპლიკაციების განახლებაა საჭირო. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოჩნდება Dark Mode iOS-ის მომხმარებელთათვის, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მალე მოხდება.

„დაე“, ინდოეთში მოგზაურობა იქცეს ხელნაკეთი დეოდორანტების ქართული სტარტაპის შექმნის წინაპირობად

„სინერჯი კაპიტალი“ 4-დღიან სამუშაო რეჟიმზე გადადის