in

SONY-ს სექსუალური რეკლამა, რომელიც კომპანიამ YOUTUBE-იდან გააქრო

“SONY”-მ სექსუალური რეკლამა “ექიმი” გადაიღო, რომელიც გამოჩენიდან ცოტა ხანში Youtube-დან მოხსნეს.

მომხმარებლებმა კომპანია ორაზროვნებაში დაადანაშაულეს, სადაც ექიმი პაციენტებს “PlayStation”-ის თამაშს ურჩევს. მასტურბაციაზე მინიშნებებით სონიმ მთავარი სიახლე დააანონსა – თქვენ შეგიძლიათ ყველგან ითამაშოთ, თუ “Remote Play”-ს ხმარობთ. ამ აპლიკაციის დახმარებით თქვენი საყვარელი “საქმიანობა” პლანშეტში ან სმარტფონში შეგიძლიათ განაგრძოთ.

მაყურებელს ექიმის გარეგნობა და სექსუალური ქვეტექსტი არ ესიამოვნა და ამავდროულად მიზნობრივი აუდიტორია, რომელიც მხოლოდ მამაკაცებზე იყო გათვლილი.

ზოგჯერ ასეც ხდება, როდესაც სექსიც ვეღარ ყიდის და პირიქით, საქმეს აფუჭებს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც სონის რეკლამის გაუქმება მოუხდა. ნოემბერში “PlayStation Vita”-ს რეკლამა გამოაქვეყნეს, სადაც PS Vita-ს ოთხ მკერდიან ქალს ადარებდნენ.

http://youtu.be/3U7LYk0woH8

Geocell-ის და Huawei-ს საახალწლო რეკლამა, “ბალთან” მისული მეკვლე და დროში აცდენილი მესიჯები

ჟერარდ ბატლერი და გვინეტ პელტროუ “BOSS”-ის ახალ რეკლამაში