ირონიულია, მაგრამ ფაქტია, ხშირად იმისთვის, რომ სამყაროს საოცრებები დავინახოთ და დავაფასოთ, ჯერ დიდი ტრაგედიებები თუ უბედურებებია გადასატანი. საქველმოქმედო ორგანიზაცია Doctors of the World-მა თავისი ახალი პრინტ კამპანიით იმ ძირითადი პრობლემების შეჯამება გადაწყვიტა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს გარშემო სამყაროს და მასში მცხოვრებ ადამიანებს დაატყდათ თავს. სტიქიური უბედურებები, ნგრევა, სიკვდილი, ომი, დაპირისპირება, ბომბების სეტყვა და აფეთქებები, მშობლიური სახლების იძულებით დატოვება, თუ დაობლებული ბავშვები, მიუხედავად ამ საშინელი სიბნელისა, სადღაც მაინც შეიძლება სინათლის დანახვა. ეს სინათლე ყველა იმ ადამიანშია, ვისაც დახმარებისა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი აქვს და რაც ყველაზე მთავარია, ეს სინათლე გადამდებია. ისეთი ორგანიზაციები კი, როგორიც მაგალითად, Doctors of the World-ია ყოველთვის მზად არიან დახმარების მსურველებს გვერდში დაუდგნენ. კამპანიისთვის ემოციური პოსტერების შექმნაზე სააგენტო DDB-მ იზრუნა.
ყველაზე ბნელ დროშიც კი შეიძლება აღმოაჩინო სამყაროს სილამაზე – საქველმოქმედო პრინტ კამპანია
