in

მეცნიერები მე-17 საუკუნეში გადაშენებული ფრინველის გაცოცხლებას გეგმავენ

მილიარდ დოლარად შეფასებული სტარტაპი Colossal Biosciences აცხადებს, რომ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მე-17 საუკუნეში გადაშენებული ფრინველის გაცოცხლებას. გენური ინჟინერიის მიმართულებით მომუშავე კომპანიის მიზანია, პირველ რიგში დოდო (Raphus Cucullatus) გააცოცხლოს, შემდეგ კი ბეწვიანი მამონტი და ტასმანიური მგელი.

M2
M2

პრესრელიზის თანახმად, კომპანიამ დოდოს მთელი გენომი გაშიფრა. ამის შემდგომ ეტაპს კი წარმოადგენს გზის პოვნა, რომ მისი სპეციფიკური გენები ცოცხალი არსების ემბრიონში მოათავსონ, რაც საკმაოდ რთული საქმეა… ამისათვის საჭიროა, გენეტიკური ინფორმაციის მჭიდროდ დაკავშირებულ ფრინველებთან შედარება, როგორიცაა ნიკობარის მტრედი — ასე შეძლებენ მუტაციების გარკვევას, რამაც „დოდო დოდოდ აქცია“.

„დოდო ნათელი მაგალითია ისეთი სახეობებისა, რომლებმაც თავიანთ ბუნებრივ საცხოვრებელ არეალში გადარჩენა ადამიანების გამო ვერ შეძლეს. ჩემი კარიერა მთლიანად უძველესი დნმ-ის გენეტიკურ კვლევას მივუძღვენი და პირველი ვარ, ვინც დოდოს გენომის გაშიფვრა მოახერხა. შესაბამისად, მის გასაცოცხლებლად Colossal Bioscience-თან თანამშრომლობა ძალიან ამაღელვებელი“, — ამბობს კომპანიის წამყვანი პალეონტოლოგი, ბეთ შაპირო.

ამგვარი მიდგომის გამოყენებით შექმნილი ფრინველი ჰიბრიდი, თავისი წინაპრის მსგავსი იქნება. მართალია, გეგმის რეალურად განხორციელება საკმაოდ რთულია, მაგრამ 2021 წლიდან მოყოლებული, კომპანიამ $225 მილიონი მოიზიდა. Bloomberg-ის თანახმად კი, ის ახლა 1,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

ცხადია, ინოვაციის პარალელურად, ეთიკური საკითხებიც წამოიჭრა. „არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ რამის გაკეთება შეგიძლია, უნდა გააკეთო… მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რა მიზანს ემსახურება ეს და რამდენად გონივრულია რესურსების მსგავსად გამოყენება“, — აღნიშნავს ევროპის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ივან ბირნი.

აქვე აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას სხვა ცხოველებისა თუ ფრინველების დასახმარებლად გამოიყენებენ, რათა ბიომრავალფეროვნების ამჟამინდელ კრიზისთან გამკლავება შეძლონ.

ალგორითმები და მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში

Levi’s-ის არასტანდარტული კამპანია, 150 წლის იუბილესთვის