ბევრი კომპანია საკუთარ პრიორიტეტად, პირველ რიგში, თანამშრომლებს ასახელებს, მაგრამ სამსახურის კანდიდატისთვის ძნელია იმის ცოდნა, შეასრულებს თუ არა მათი პოტენციური დამსაქმებელი ამ დაპირებას.
“პირველ რიგში თანამშრომელი” ნიშნავს, რომ ორგანიზაციას ესმის = თანამშრომლები არიან ადამიანები, მრავალფეროვანი მიზნებითა და საჭიროებებით, რომელთა მიღწევას ისინი თავიანთ პროფესიულ კარიერაში ახდენენ და რომლებსაც მიზნები და სურვილები სამსახურის გარეთაც აქვთ.
დასაქმებულზე ორიენტირებული ორგანიზაცია მიზნად ისახავს, დაეხმაროს თანამშრომლებს ინტეგრირებასა და განვითარებაში როგორც სამუშაოზე. მსგავსი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, როგორც წესი, კომპანიის ლიდერებისგან უნდა მოდიოდეს. ისინი უნდა ზრუნავდნენ, ჩაუტარონ თანამშომლებს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, დაეხმარონ მიზნების მიღწევაში, იზრუნონ მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე სამსახურში და ა.შ
იმისთვის, რომ გეზი რომელიმე ორგანიზაციისკენ ავიღოთ, საჭიროა, ვიცოდეთ, რამდენად არიან ისინი თანამშრომლებზე ორიენტირებული. ამის გასაგებად კი საჭიროა, კომპანიის HR-თან გასაუბრება და კითხვების დასმა მისთვის. გასაუბრება, სავარაუდოდ, საუკეთესო შესაძლებლობაა იმის დასადგენად, სად დგას პოტენციური დამსაქმებლის პრიორიტეტები.
გასაუბრება თავისთავად უნდა იყოს ორმხრივი გაცვლა, სადაც თქვენ გაეცნობით მეტ ინფორმაციას კომპანიის შესახებ, ისევე როგორც ისინი თქვენ გაგიცნობენ. საამისოდ კი საჭიროა, შემდეგი კითხვები დასვათ:
როგორია თქვენი პოლიტიკა ანაზღაურებადი შვებულების შესახებ?
აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ შვებულებასა და უქმე დღეებზე, რომლებიც წლიურად გვაქვს გაწერილი, ან დეკრეტზე და სხვა აუცილებელ და ტრადიციულ ანაზღაურებად შვებულებებზე. აქ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად მოქნილი შეიძლება იყოს სამსახურის გრაფიკი გაუთვალისწინებელ მოვლენებსა და სხვა საჭიროებებზე, თუნდაც როგორიცაა ოჯახის წევრის გარდაცვალება, პირად ურთიერთობებში პრობლემები და მენტალური გადაღლა ასეთ დროს. კანდიდატმა უნდა იცოდეს, რამდენად “შემწყალებელია” ასეთ დროს მისი სამსახური და დამსაქმებელი.
როგორია აჯილდოვებთ და აფასებთ თანამშრომლებს?
აქ ასევე არ გვაქვს საუბარი იმაზე, თუ რა რაოდენობის პრემიებს იღებენ თანამშრომლები დღესასწაულებსა და ზემდეტ სამუშაო საათებში. ამ კითხვით თქვენ უნდა გაიგოთ, რამდენად ემპათიურები არიან ლიდერები რთული სამუშაოს შესრულებისას, რამდენად დაგეხმარებიან, ამ საქმეს თავი გაართვა.
პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი გრძნობს თავს ცუდად, სტრესულად, სწორედ ასეთ დროსაა საჭირო ნებისმიერ სასარგებლო საქმეზე თანამშრომლის შექება, მოტივაციის მიცემა, ელემენტარული წამახალისებელი ფრაზების თქმა.
როგორ ეხმარებით თანამშრომლებს სხვადასხვა უნარის განვითარებაში?
ნებისმიერ კარგად მართულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ნიჭის/უნარების განვითარების პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტებას, ასევე, მკაფიო კრიტერიუმებს იმის დასადგენად, თუ როდის არის მზად თანამშრომელი მისი კარიერული ეტაპის შემდეგი ნაბიჯისთვის.
კარგი ნიშანია, თუ ამ კითხვის საპასუხოდ, თქვენი ინტერვიუერი ამბობს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ ის, რისი გაკეთებაც სურთ თანამშრომლებს. ასევე, სასურველია, მოისმინოთ, რომ მენეჯერებსა და თანამშრომლებს აქვთ გულწრფელი დისკუსიები კარიერულ ზრდასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად. ნიჭის განვითარებასა და ზოგადად თანამშრომლების ზრდაზე ორიენტირებული კომპანია საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა, რაზეც ალბათ უარი არ უნდა თქვათ.
წყარო: Fast Company










