in

ძაღლები სხვების მიმართ ჩვენს წარმოდგენებსა და მთლიანად ცხოვრებას პოზიტიურად ცვლიან! – პრინტ კამპანია

ბევრს გამოგვიცდია, რამდენად სასიამოვნოა ძაღლებთან ურთიერთობა, ხომ? მათი მოფერება ან უბრალოდ, დანახვაც კი, გვაღიმებს და კარგ განწყობაზე გვაყენებს. და ალბათ, ბევრი საუბარი იმასაც არ სჭირდება, რომ ადამიანები ერთმანეთს შინაური ცხოველის ყოლას ვურჩევთ ხოლმე, მით უფრო მაშინ, როცა მარტოობასთან გამკლავება გვიწევს.

ძაღლების კვების ბრენდი, „პედიგრი“ ცნობილია კამპანიებით, რომლითაც ის ყურადღებას ძაღლის ყოლის პოზიტიურ მხარეებზე ამახვილებს ხოლმე და ხაზს უსვამს იმას, რომ მათი დახმარებით, ადამიანებს შეგვიძლია, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები გავხდეთ.

როცა შვილები სახლს ტოვებენ, ჩაანაცვლეთ ისინი.

იდეა, რომ ძაღლები მარტოობასთან ბრძოლაში გვეხმარებიან, მხოლოდ თეორიას არ ეფუძნება და არც მარკეტინგულ ხრიკია, რომ ამით უფრო მეტი ძაღლი გაიყიდოს და შესაბამისად, მათი საკვებიც. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ძაღლის ყოლა შფოთსა და დეპრესიას ამცირებს და ადამიანი ენერგიაზე მოჰყავს. HelpGuide განმარტავს, რომ ძაღლსა თუ კატასთან თამაში გვამშვიდებს. გარდა ამისა, ძაღლის ყოლა მოძრაობისა და ვარჯიშის მოტივაციასაც გვაძლევს.

ძაღლი შენს ცხოვრებას უფრო მშვენიერს ხდის. აიყვანე!

შინაური ცხოველის ყოლა, ასევე, უფრო სოციალურს გვხდის. პარკსა თუ სხვა ადგილებში ჩვენ სხვა ოთხფეხამეგობრიან ადამიანებს ვხვდებით და ჩვენი დიალოგიც ბუნებრივად მიდის: ჩვენს მეგობრებზე, ამინდზე, გუშინდელ ამინდზე და სხვა.

ძაღლი სხვების მიმართ თქვენს შეხედულებას ცვლის.

შინაურ ცხოველებს ჩვენი ცხოვრება სისტემაში მოჰყავთ. მათ ერთსა და იმავე დროს უწევთ ჭამა თუ სეირნობა. მკვლევარები, ჯერჯერობით, კორელაციას ვერ ავლენენ შინაური ცხოველების ყოლასა და უფრო ჯანმრთელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შორის, თუმცა ნამდვილი, ადამიანური არაერთი გამოცდილება ამას ისედაც მოწმობს.

ლედი გაგას “სულელური სიყვარული”, Apple-ის რეკლამაში

„ფარდულში“ ხის ნაკეთობებს ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟი ემილი კი არა, ქართველი ბავშვები ქმნიან