22
May
2019

ტეხასში ძაღლს სახლში აღარავინ ტოვებს – ყველანი კინოში !

22 May 2019

K9  არის კინოთეატრი ტეხასში, სადაც ძაღლებს უპრობლემოდ უშვებენ. მეტიც, მათთვის სპეციალური სავარძლებია, პოპკორნი რომ მიირთვან და ფილმს, რაც შეიძლება, კომფორტულად უყურონ. ბილეთის საფასურში, მათი პატრონებისთვის, ჭიქა ღვინოც შედის – მოკლედ, ყველაფერია, რომ სეანსით თითოეულმა სტუმარმა, მაქსიმალურად, ისიამოვნოს.

 

ამ კინოთეატრის იდეა ერიკ ლენკფორდს ეკუთნის, შთაგონების წყარო თავისი ძაღლი გახდა – თუ ადრე მისი დატოვება სახლში უწევდა, ახლა კინოში ერთად დადიან. ამბობს, რომ  ბაზარზე ეს სეგმენტი აუთვისებელია – ბევრი სერვისი მიუწვდომელია მისნაირი ადამიანებისთვის. კომპანიები, კი, რატომღაც არ ფიქრობენ, რომ პროდუქტი და მომსახურება მაქსიმალურად მოარგონ ისეთ ადამიანებს, ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს.

View this post on Instagram

Fun night with pups at the movies!

A post shared by Shannon & Reckon the Sequel (@shannonandreckon) on

View this post on Instagram

Bottomless Wine 🍷 Disney Dog Movie 🍿 Sign me up!

A post shared by Sara Carson (@thesupercolliesmom) on

 

 

 

 

განხილვა