in

ნახეთ: ძაღლი, სახელად ვან გოგი, ენით ხატავს

7 წლის მაშველმა პიტბულმა, ძაღლების რინგის დროს, ყურზე იმდენად მძიმე დაზიანება მიიღო, რომ მისი ამპუტაცია გახდა საჭირო. შედეგად, „მან პროფესია შეიცვალა“ — ძაღლმა, სახელად ვან გოგი, ხატვა ისწავლა… უფრო კონკრეტულად, ის თავისი ენით ქმნის „ხელოვნების ნიმუშებს“, რომლებსაც მისი მეურვეები აბსტრაქტულს უწოდებენ.

ოთხფეხა მხატვრის ნიჭიერების აღსანიშნავად, გამოფენაც კი მოაწყვეს, სადაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ორი ვიზიტორი მივიდა.. თუმცა ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ, ვან გოგმა თავისი 30-მდე ნახატი გაყიდა — თითო 40 დოლარად, მიღებული შემოსავალი კი ბავშვთა სახლს გადაეცა. ხალისით თუ შევხედავთ, პოსტიმპრესიონისტების მსგავსად, ძაღლი ვან გოგის პოპულარობაც მოსალოდნელზე ოდნავ გვიან გაიზარდა, ახლა კი მთელი მსოფლიოს ყურადღებას იქცევს და ყველას სურს მისი სახლში წაყვანა.

„მეგზურსაც გააჩნია“ – SOCAR Georgia Petroleum-ის კამპანიის მეორე ვიდეორგოლი გამოჩნდა!

Globalize ლონდონის კონფერენციისთვის ემზადება