უკვე მეორე წელია, აშშ-ში ძაღლების ფოტოგრაფიის კონკურსი ტარდება, რომელიც ცხოველების საუკეთესო ფოტოებს აერთიანებს. აქ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ყველანაირ სიტუაციაში არიან წარმოდგენილნი — იქნება ეს თამაში, პატრონის მოფერება, უბრალო პორტრეტი თუ სხვა.
ძაღლების ფოტოგრაფების, ოდრი ბელოტისა და კლაუდიო პიკოლის მიერ შექმნილი კონკურსი პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს მოუწოდებს, წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები ოთხ კატეგორიაში: მოქმედება, პორტრეტი და პეიზაჟი, სტუდია; ძაღლები და ადამიანები.
სტატიაში კი 20 საუკეთესო ფოტოა წარმოდგენილი.