in

Doge-ის მიმმა რეკორდი დაამყარა – ის აუქციონზე, NFT-დ, 4 მილიონ დოლარად გაიყიდა

ფოტო აუქციონ Zora-ზე Atsuko Sato-მ განათავსა

veon
veon

Doge-ის მიმის ორიგინალი ფოტო, რომელიც ინტერნეტ სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს, NFT-დ (არა-ჩანაცვლებადი ტოკენი) 4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამგვარად Doge ყველაზე ძვირადღირებულ მიმად იქცა.

ფოტო აუქციონ Zora-ზე, მისი მფლობელის Atsuko Sato-მ განათავსა. პარასკევს კი ერთ-ერთმა ბიდერმა, @pleasrdao-მ, NFT 1 696 ეთერიუმის სანაცვლოდ მიიღო. დღევანდელი კურსით ეს 4 მილიონ დოლარს უტოლდება.

“ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ინტერნეტის ისტორიის ამ ეტაპზე ვართ. თუ რომელიმე მიმი იმსახურებს გახდეს NFT რეკორდის მფლობელი, ეს სწორედ Doge არის” – ამბობენ აუქციონის წარმომადგენლები.

მიმის სახელწოდება 2005 წლის ანიმაციური ფილმიდან “Homestar Runner” მომდინარეობს. 2010 წელს კი სატომ “კაბოსუს” ფოტო თავის პირად ბლოგზე გამოაქვეყნა – ალბათ, მაშინ ვერც კი იფიქრებდა, რომ ეს მიმად ქცეული გამოსახულება მის ცხოვრებას შეცვლიდა… “ყოველდღე უამრავ ფოტოს ვიღებ, ასე რომ, იმ დღეს არაფერი ყოფილა უჩვეულო და განსხვავებული. კაბოსუს უყვარს ფოტოს გადაღება და როცა მისკენ მიმართული კამერა ნახა, გაუხარდა” – იხსენებს სატო.

Doge-ის ბოლოდროინდელი პოპულარობა მნიშვნელოვნად უკავშირდება კრიპტოვალუტა Dogecoin-ის, რომლის სახედაც სწორედ ეს საყვარელი ძაღლი იქცა. თავის მხრივ, ამან აუქციონზე ფასის ზრდაზეც იმოქმედა. საგულისხმოა, რომ NFT-ის გაყიდვებიდან მიღებული თანხის ნაწილი რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადაირიცხება, მათ შორის, იაპონიის წითელი ჯვრის საზოგადოებასა და მსოფლიო კვების პროგრამაში.

როგორც ვხედავთ, NFT-ის აქტიურად დამკვიდრების პარალელურად, მიმერებს თავიანთი ნამუშევრებით ფულის შოვნის გზა გაუჩნდათ. მაგალითად, Nyan cat-ის შემქმნელმა თავისი მიმი 600 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა.

რა არის და როგორ მუშაობს “Halo Effect“

მოდის ჩვენება და პოდიუმზე მოულოდნელად შემდგარი დამსწრე – სათქმელი საინტერესო მეტაფორებით