23
May
2019

„აკრობატი რობოტი“, რომლის აწყობასაც თავად შეძლებთ

23 May 2019

veon
veon


სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ოთხფეხა რობოტი Doggo შექმნეს, რომელიც სხვადასხვა აკრობატულ ტრიუკებს (სიმაღლეზე ხტომა, სალტო) ასრულებს. მისი აწყობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც რობოტის აწყობის სურვილი აქვს და რა თქმა უნდა, მისი ნაწილების საყიდლად 3000-მდე დოლარის გადახდა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რობოტების ღირებულება ათიათასობით დოლარია ხოლმე, სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების იდეა კი, გარდა სამეცნიერო ინტერესისა, მსგავსი პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას უკავშირდებოდა. ასე რომ, სურვილისა და შესაბამისი ოდენობის თანხის ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ რობოტის ყველა დეტალი იყიდოთ, გქონდეთ წვდომა პროგრამულ უზრუნველყოფაზე. რობოტის ასაწყობად კი შეგიძლიათ შესაბამისი ინსტრუქცია ნახოთ. Doggo-ს მართვა კი დისტანციურად შეგიძლიათ.

 

განხილვა