სოციალურ ქსელებში მხოლოდ ადამიანები არ გამოირჩევიან პოპულარობით. მაგალითად, Instagram-ზე არაერთ საყვარელ ძაღლს აქვს პირადი გვერდი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ უამრავი მიმდევარიც ჰყავთ. Pedigree-მ გადაწყვიტა, გავლენიანი შინაური ცხოველების Instagram-ით, მზრუნველი ოჯახის მომლოდინე თავშესაფრის ცხოველებს დახმარებოდა და მიზნის მისაღწევად სააგენტო BBDO-სთან ერთად, ორიგინალური კამპანიაც განახორციელა.