in

რატომ არიან ძაღლები ასეთი მეგობრულები? — გენეტიკოსების პასუხი

ძაღლებს ადამიანის მეგობრის წოდება რომ დიდი ხნის წინ ერგოთ, კარგად ვიცით — ისინი ხომ ჩვენ მიმართ ძალიან ერთგულები არიან და დიდ სიყვარულსაც გამოხატავენ. ალბათ, ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, რატომ ხდება ასე? ახლა იაპონიის აზაბუს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, ძაღლებმა გარკვეული ადამიანური სოციალური უნარები მანამდე უცნობი გენეტიკური მუტაციის შედეგად ისწავლეს. 

M2
M2

როგორც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევა მოწმობს, უძველესი ძაღლების ჯიშები თავსატეხების ამოხსნისას ადამიანებისკენ მიდრეკილებას ავლენენ. იმავეს ვერ ვიტყვით შედარებით ახალ ჯიშებზე… ეს იმაზე მიუთითებს, რომ უწინდელი ჯიშის ძაღლებმა გენეტიკური მუტაცია განიცადეს, რაც სხვებშიც გავრცელდა, როდესაც ადამიანებმა ძაღლების გამოყენება მათი სოციალური უნარებისა და სარგებლობისთვის დაიწყეს.

„რადგანაც მგლები, რომლებსაც ერთი და იგივე წინაპრები ჰყავთ, არ ავლენენ კარგ სოციალურ უნარებს ადამიანებთან, გენეტიკური ცვლილებები ძაღლების მოშინაურების დროს უნდა მომხდარიყო“, — წერენ კვლევის ავტორები. მოშინაურება კი ისეთი თვისებების შერჩევას გულისხმობს, რომლებიც ფუნდამენტურად ცვლის ველურ სახეობებს, რათა უფრო მომგებიანი გახდეს ადამიანისთვის. და ჩვენ, როგორც ჩანს, ძალიან დიდი გავლენა ვიქონიეთ ძაღლების ბიოლოგიაზე ბოლო 10 000 წლის განმავლობაში.

რეალურად, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ჯაჭვური რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ზოგჯერ ეს დადებითი შედეგების მომტანია, ზოგჯერ კი — პირიქით. ვინ იცის, კიდევ რა ცვლილებებს ვიხილავთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების შემთხვევაში, ისინი ხომ ჩვენთან ერთად ვითარდებიან.

თბილისში Renault Trucks-ის პირველი ცენტრი გაიხსნა – პრემიუმ ბრენდის კომერციულ ავტომანქანებს რეგიონში ,,თეგეტა“ წარმოადგენს

ოჯახური ბიზნესით დაწყებული დიდი ქართული საქმე – „ლევანტოს” ფეხსაცმლის ბრენდი