in

როცა სახლში არ ვართ – ტექნოლოგიური პროდუქტი ძაღლებისთვის

კომპანია TailTale-მა პროდუქტი შექმნა, რომელსაც ძაღლის ადგილმდებარეობის, ჯანმრთელობისა თუ ფიზიკური აქტივობის დონის კონტროლი შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ სახლში არ ხართ და თქვენს ძაღლზე დარდობთ, ეს არის საშუალება თვალი ადევნოთ მას. შეგიძლიათ თქვენივე სმარტფონში უყუროთ ძაღლის „პირდაპირ ეთერს“, მოწყობილობაზე დამაგრებული ვიდეოთვალის მეშვეობით. მულტიფუნქციური, ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნისას გამოიყენეს GPS – ადგილმდებარეობის კონტროლისთვის, აქსელერომეტრი (ვიბრაციის ამსახველი) – ძაღლის აქტივობის დონის დასადგენად, ლაზერული თერმომეტრი – სხეულის ტემპერატურის გასაზომად და პულსის სენსორი გულისცემის სიხშირის დასადგენად.

 

მოწყობილობას აქვს სიმბარათის ჩასადები, ასე რომ, ის უკავშირდება თქვენს ტელეფონს როგორც Wi-Fi-ს გამოყენებით, ასევე, მობილური ქსელის მეშვეობითაც. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩართოთ „განგაშის ღილაკი“, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ძაღლი გავიდა ეზოდან, ან სპეციალური ადგილის ნაცვლად სხვაგან ისაქმებს. გაჯეტი ჟილეტივით მაგრდება ძაღლის ტანზე და მისი ფორმა დამოკიდებულია ჯიშზეც. განსხვავებულია მოდელები დაბალბეწვიანი და გრძელბეწვიანი ძაღლებისთვის.

გარდა ამისა, კომპანია TailTale-მა შექმნა აპლიკაცია PetConnect, სადაც მოწყობილობიდან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის დაგროვება და ანალიზი შეგიძლიათ. მაგალითად, ზუსტად შეძლებთ დაადგინოთ, განსხვავდებოდა, თუ არა ძაღლის ფიზიკური აქტივობა თვეების მიხედვით. აპლიკაცია იძლევა საშუალებას, ეკონტაქტოთ სხვა ძაღლების პატრონებსაც და გაუზიაროთ გამოცდილება.

მოწყობილობის მეშვეობით, შეგვიძლია ვისწავლოთ უამრავი რამ ჩვენი ძაღლის შესახებ – რა აღელვებს მას, რამდენად აქტიურია. თუმცა, დღის ბოლოს, ძაღლის კარგად ყოფნა, მაინც, პატრონის სითბოზეა დამოკიდებული.

წყარო: gigadgets.com

ცნობილია NASA-ს ჰაკათონში გამარჯვებული ქართველი მონაწილეები

შვეიცარიის ალპები Aston Martin-ისა და TAG Heuer-ის ვიდეორგოლში