in

რა ფილმს ამზადებს Crocobet ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც იტალიური მედია აალაპარაკა

ბოლო რამდენიმე თვეა, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ხშირად ნახსენები სახელია როგორც მთელ საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. „კვარადონა” – ასე მოიხსენიებენ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, რომელიც იტალიურ საფეხბურთო გუნდში „ნაპოლი” თამაშობს. სულ მცირე ხანში ხვიჩამ ათასობით დიდი თუ პატარა გულშემატკივარი შეიძინა. მასზე წერს პრესა, მისი ფოტოებითაა სავსე სოციალური ქსელები და უკვე როგორც ჩვენთან, ისე იტალიაში, იყიდება მაისურები მისი სახელით. 

სწორედ ამ მაღალმა ინტერესმა უბიძგა საფეხბურთო გუნდ SSC Napoli-ს საქართველოს რეგიონალურ პარტნიორ „კროკობეთს”, რომ ჩასულიყო იტალიაში და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაეღო. გადამღებმა ჯგუფმა, სალომე ბენაშვილის ხელმძღვანელობით, მოაგროვა კადრები, სადაც ასახულია ქალაქის ქუჩები, ჩაიწერა დარგის ექსპერტები და გულშემატკივრები. რაღა თქმა უნდა, ფილმში საგულდაგულო ადგილი თავად ხვიჩას გაცნობას ეთმობა. 

crocobet-ის ვიდეო პროექტის გადაღება ნეაპოლში დასრულებულია და მზადების პროცესშია. მას უახლოეს მომავალში ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ გადაღებების შესახებ უკვე ყველასთვის გახდა ცნობილი და არაერთმა იტალიურმა გამოცემამ დაწერა ამ სიახლის შესახებ. მათ შორის: tuttosport, gonfialarete, metronews და სხვა. 

[R]

კონტენტის შემქმნელებთან თანამშრომლობა კომპანიის საზღვრებს სცდება

როდის „არ ტეხავს“ ეგოიზმი? – ნახეთ, Ultra.ge-ის კამპანია