in

დოკუმენტური სტილის კონტენტი მარკეტინგის მომავალია — ბრენდებს ადაპტირება სჭირდებათ

წარმატებული მარკეტინგულ გუნდები ყოველთვის ახერხებენ ახალი ტენდენციების შესაბამისი კომუნიკაციის დამყარებას მომხმარებლებთან. ეს არის ადაპტირების ნათელი მაგალითი, თუ როგორ ხდება კავშირის შენარჩუნება დრამატული ცვლილებების დროს — 50-იან და 60-იან წლებში ტელევიზორის მფლობელობის ბუმიდან დაწყებული, 2010-იან წლებში სოციალური მედიის გავრცელებამდე და ინფლუენსერების კულტურის ზრდამდე.

ამ მოვლენებზე ნავიგაცია, შესაძლოა, მთავარი გამოწვევა იყოს, მაგრამ აქ მხოლოდ საზრიანები იღებენ ჯილდოს.

ლანდშაფტის შეცვლა

დღეისათვის ბრენდებს ერთ-ერთ დიდ ცვლილებასთან უწევთ გამკლავება. ბრენდირებული კონტენტი, როგორიცაა მოკლე დოკუმენტური ფილმები და მინი სერიები, სწრაფად ხდება ორგანიზაციებისა და ბრენდების აუდიტორიასთან ურთიერთობის საკვანძო საშუალება. 5-დან 45 წუთამდე, ბრენდები სულ უფრო მეტად აფინანსებენ წარმოუდგენელ დოკუმენტურ ისტორიებს. დიდი კომპანიები სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებენ სამომხმარებლო კონტენტის შექმნაში, რომლის ფლობა, მართვა და გავრცელებაც რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

სტანდარტულ 30 წამიან რეკლამასთან შედარებით, დოკუმენტური კონტენტი კავშირის უფრო დიდხნიან და ღრმა გამოცდილებას იძლევა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეკლამის ყველა ფორმა მიუახლოვდება Drive to Survive-ის ეფექტს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება — მსგავსი კონტენტის შემდეგ F1-ის ნახვები ESPN-ზე 2018-დან 2021-მდე

სტანდარტულ 30 წამიან რეკლამასთან შედარებით, დოკუმენტური კონტენტი აკავშირებს აუდიტორიას უფრო დიდხანს და ღრმა დონეზე, ვიდრე ტრადიციული რეკლამები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეკლამის ნებისმიერი ფორმა შეიძლება მიუახლოვდეს, მაგალითად, Drive to Survive-ის ეფექტს. F1 ნახვები ESPN-ზე გაიზარდა საშუალოდ 554000-დან 2018 წელს 927000-მდე 2021 წელს.

ამავდროულად, ამბებზე ორიენტირებული შინაარსი მომხმარებლის დამოკიდებულებას ასახავს ცვლილებების მიმართ. განსაკუთრებით, საქმე ეხება ახალგაზრდა თაობას — მათთვის როგორ იქცევა ბრენდი, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რისი გაყიდვაც საბოლოოდ ხდება. ასე რომ, კონტენტი, რომელიც ბრენდის ღირებულებების დანახვის შესაძლებლობას იძლევა, ბუნებრივ პროგრესს წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, ახლა კომპანიებს შანსი აქვთ, გავლენის მქონე ისტორია შექმნან და უფრო ფართო სოციალური საუბრების, კულტურისა და მოძრაობების ნაწილი ჩამოაყალიბონ. Adidas and Vice-ის 20-წუთიანი დოკუმენტური სერიალი “Running in Black” დამაჯერებლად აჩვენებს სირბილს, როგორც გამძლეობის აქტს. ადიდასის მსგავსად, მზარდი რაოდენობის კომპანიები უჭერენ მხარს დოკუმენტურ ფილმებს, რათა მნიშვნელოვანი ისტორიები მოგვიყვნენ, რომლებსაც დიდი გავლენა აქვს ჩვენზე.

მარკეტერებმა ნათლად უნდა გააცნობიერონ შესაძლებლობები

თუმცა იმისთვის, რომ მოკლე და საშუალო ხანგრძლივობის დოკუმენტური ფილმებით ეფექტურად წარმოაჩინონ თავიანთი პოზიციები, ბრენდებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სწორად. მარკეტერებმა თავიდანვე მკაფიოდ უნდა იცოდნენ, რა შესაძლებლობები აქვთ წინ, რა ეტაპზე იმყოფება მათი ახალი აქტივები და რისი გაკეთება სურთ მათ აუდიტორიასთან.

რას გულისხმობს მარკეტინგი, როგორც სერვისი?

Hard Seltzer-ის სასმელს ბუზები ეხვევიან!