9
Jul
2018

მოდა ყველაფერია! ჩვენება კომოს ტბის პირას – Dolce & Gabbana-ს ვიდეორგოლი

9 Jul 2018

მიუხედავად იმისა, რომ Dolce & Gabbana-ს ყველა ახალი კოლექცია თუ ჩვენება შთამბეჭდავია, Alta Moda მაინც გამორჩეულია. მოდის სახლის ეს კონკრეტული ხაზი განსხვავებული, არაორდინალური, ფერადი და მრავალფეროვანი ტანსაცმლისგან შედგება. მართალია, მათი მორგება ყოველდღიურ ცხოვრებაში ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ “ერთხელ მაინც” ჩაცმას უამრავი ქალბატონი ინატრებდა. სულ ცოტა ხნის წინ, Dolce & Gabbana-მ, თავისი ტრადიციული Alta Moda, იტალიაში, კომოს ულამაზესი ტბის პირას გამართა. Alta Moda-ს გრანდიოზული კაბები ნაომი კემპბელმა, კარლი კროსმა, კარენ ელსონმა, ტეილორ ჰილმა და თვით პრინცესა დაიანას ძმიშვილმა, ქითი სპენსერმა მოირგეს. Dolce & Gabbana-მ ღონისძიების ფერადი ვიდეორგოლიც გაავრცელა.

 

განხილვა