27
Feb
2018

დრონები პოდიუმზე! – Dolce & Gabbana-ს ორიგინალური ჩვენება მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში 

27 Feb 2018

როგორც ჩანს, ყველაზე ლამაზ და აღიარებულ მოდელებსაც კი შესაძლებელია მოეძებნოთ ალტერნატივა. მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, Dolce & Gabbana-მ პოდიუმზე თავისი ახალი ჩანთების კოლექცია დრონების დახმარებით წარადგინა. მართალია, ამ მფრინავ ობიექტებს აქამდე სხვადასხვა კომპანიებმა არაერთი ორიგინალური და მნიშვნელოვანი გამოყენება მოუძებნეს, თუმცა მიუხედავად ამისა, მათი გამოჩენა მოდის ინდუსტრიაში ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა. ასეა თუ ისე, ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა და უჩვეულო სანახაობამ სტუმრების მხრიდან დიდი სიმპატიაც დაიმსახურა.

 

განხილვა