იდეა ბრენდის თანადამფუძნებელ დომენიკო დოლჩეს ეკუთვნის, რომელიც უზომოდ შეყვარებულია თავის ძაღლზე… უბრალოდ გადაწყვიტა, მოვლის რუტინაში მდიდრული ელემენტი დაემატებინა და ასე მივიღეთ Fefé — Dolce & Gabbana-ს პირველი სუნამო ძაღლებისთვის. ხელით ან ფუნჯით შეგიძლიათ მიაპკუროთ მას და იგი სასიამოვნო სურნელში გახვიოთ. თუმცა ეცადეთ, ცხვირს მოერიდოთ.
Fefé-ს დახვეწილი მწვანე შუშითა და აგურისფერი თავსახურით გვაცნობენ, რომელზეც ოქროს თათია დატანილი. უფრო ზუსტად, 24-კარატიან ოქროშია ამოვლებული, კონტეინერი კი მეტალისაა. რაც შეეხება სუნამოს მდგრადობას, თუ მათ დავუჯერებთ, ძაღლებს სუნი მთელი დღის მანძილზე უნარჩუნდებათ:
საჩუქრად Dolce & Gabbana-ს ექსკლუზიური ძაღლის საყელოც მოჰყვება, ასეთივე ოქროსფერი თათით:
აღსანიშნავია, რომ მოდის სახლმა სუნამოს უსაფრთხოებაზეც იზრუნა და უკვე მოიპოვა Safe Pet Cosmetics-ისა და ვეტერინარების სერტიფიკატი. მიუხედავად ამისა, ბევრისთვის ეს დიდად არაფერს ამბობს — The Royal Society for the Prevention of Cruelty to Animals (RSPCA) იმ პოტენციურ გავლენაზე წუხს, რომელიც ხელოვნურ სუნამოებს შეიძლება ჰქონდეს ძაღლების სენსორულ გამოცდილებაზე. არსებობს ალბათობა, რომ დააბნიოს ისინი და იმოქმედოს მათი კომუნიკაციისა თუ ნავიგაციის უნარზე, რადგან უმეტესად ამისთვის ძაღლები ცხვირს იყენებენ…
დაბოლოს, Dolce & Gabbana-ს ძაღლების სუნამო 108 დოლარი ეღირება. ევროპასა და ამერიკაში უკვე ჩაეშვა გაყიდვაში, თუმცა გეგმები კიდევ უფრო მასშტაბურია.