in

მარტინ სკორსეზეს თვალით დანახული Dolce&Gabbana

BOG
BOG

ერთ-ერთ ინტერვიუში ფედერიკო ფელინი ამბობდა, რომ ვერასდროს ვერ გააკეთებდა ერთ ან ორ წუთიან ფილმს (რეკლამა/კლიპი), რადგან მისთვის წარმოუდგენელი იყო რატომ უნდა გაგეხსნა იდეა ერთ და ორ წუთში, როდესაც სათქმელი ძალიან ბევრი იყო.

ეს ფედერიკო ფელინის აზრია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დიდი კინორეჟისორი იგივეს აკეთებს. მარტინ სკორსეზე, ერთ-ერთი რეჟისორია, რომელიც არასდროს ამბობს უარს კლიპის და რეკლამის გაკეთებაზე. ისევე როგორც დევიდ ფინჩერმა რეკლამას თავისი “შავ-ბნელი” ხიბლი დაუმატა,  ასევე სკორსეზემ თავის კომერციულ ნამუშევრებს სკორსეზესეული ხელწერა შემატა.

სპეციალურად Dolce&Gabbana-სთვის მარტინ სკორსეზემ 3 წუთიანი ფილმი  გადაიღო. გადაღებები ჰოლივუდში მიმდინარეობდა. სკორსეზეს გარდა რეკლამაზე ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი მუშაობდა.

შავ-თეთრ, იტალიურ სტილში გადაღებულ ფილმში სკარლეტ იოჰანსონი და მეთიუ მაკკონაჰი მონაწილეობენ.

 

http://youtu.be/YO2fTlldqds

All In one ყველა ბარათი ერთში

მილანის სადგურში აღმოჩენილი ტოკიო