in

რატომ იქცა ხილის ნარჩენები საბეჭდ მელნად? — Dole Sunshine Company-ს კამპანია

როგორც წესი, Dole Sunshine Company-ს ხილი თუნუქის ქილებით იყიდება. თუმცა სურსათისა და სასმელების კომპანიის უახლესი კამპანია თავისი პროდუქციის გამოყენების ახალ გზას ხედავს — საუბარია სარეკლამო მელანზე.

კომპანიის “Malnutrition Labels: Nutritional Ink” პლაკატები, რომლებიც საკვების ეტიკეტებს ასახავს, ბრიტანეთში არსებული ზოგიერთი საყვარელი საკვების არაჯანსაღ ბუნებაზე მიუთითებს. ეს ერთგვარი გზავნილია მომხმარებლებისთვის: „ჩვენს პლაკატებს უფრო მეტი კვებითი ღირებულება აქვს, ვიდრე ტკბილეულს, ჩიფსს ან ფასტფუდს, რომელსაც თქვენ მიირთმევთ“.

კამპანიის ფარგლებში ბრენდი დამოუკიდებელ სააგენტო St Luke’s-თან და სენსორულ დიზაინერებთან, Bompas & Parr-თან თანამშრომლობდა, რათა თითქმის მთლიანად ხილისა და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული საბეჭდი მელნის ფერადი ბორბალი შეექმნათ. ამ პალიტრამ ექსპერიმენტების სხვადასხვა ეტაპი გაიარა, ამა თუ იმ ხილის ნარჩენების გამოყენებით — მათ შორის, ანანასისა და გრეიპფრუტის.

ამ ნარჩენების დამუშავების შედეგად ოპტიმალური ტონები მიიღეს, რასაც ზემოთ ხსენებული პლაკატების სერია მოჰყვა. მათ შესაქმნელად სწორედ ხილისგან დამზადებული საბეჭდი მელანი გამოიყენეს.  „არასრულფასოვანო კვების კამპანიების ეტიკეტების სერიამ ნათელი მოჰფინა კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სიმსუქნით დაწყებული, საკვების დაუცველობითა და ნარჩენების გარემოზე ზემოქმედებით დამთავრებული“, — განმარტა ანა კოვალევამ, Dole Packaged Foods Europe-ის მარკეტინგის უფროსმა მენეჯერმა.

გარდა პლაკატებისა, სპეციალური ეტიკეტები (ასევე ხილის მელნით დაბეჭდილი) სანაგვე ურნებზე, ნაგვის ტომრებსა და ნაგვის სატვირთო მანქანებზე განათავსეს, რათა საკვების ნარჩენების მზარდ პრობლემაზე გაეკეთებინათ აქცენტი. ასევე, ამ გზით ხალხს მეტი ხილის ჭამისკენ მოუწოდებს კომპანია.

კამპანია აძლიერებს ბრენდის ერთგულებას კვების, კარგი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართ. ასევე, მდგრადი მომავლის აშენების შესაძლებლობებს უსვამს ხაზს. „ინგრედიენტების გულდასმით დაბალანსებით ცოცხალი ფერების შესაქმნელად და ტექსტურების შესაცვლელად, რათა ისინი თავსებადი გავხადოთ ეკრანზე ბეჭდვის მეთოდებთან, ვაჩვენოთ, რომ ტრადიციული ქიმიური პროცესი შეიძლება განმეორდეს მცენარეებზე დაფუძნებული მდგრადი გზით“, — აღნიშნავენ Bompas & Parr Studio-ში.

ეს პროექტი მცენარეებს შეიარაღების საშუალებას აძლევს

Maxtherm-ის იტალიური ვოიაჟი მედიატურის ფარგლებში