in

რა შეიცვალა .GE დომენის რეგისტრაციის წესებში და როგორია მისი ტრანსფერის პროცედურა

დღეიდან (2018 წლის 16 აპრილი), ძალაში შევიდა .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესები, აღნიშნული ცვლილება კი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში დომენის ბაზრის განვითარებისთვის, ასევე, კომპანიებისთვისა და ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც აქვთ .GE დომენი ან მომავალში, აპირებენ შეძენას. რას გამოიწვევს ეს ცვლილება, თუ უკვე გაქვთ .GE დომენი ან გეგმავთ დარეგისტრირებას? პირველ შემთხვევაში, აუცილებელი ხდება ტრანსფერი, მეორე შემთხვევაში კი გიჩნდებათ მრავალფეროვანი არჩევანი, შესაძლებლობა, კონკურენტული ბაზრიდან შეარჩიოთ რეგისტრატორი, თქვენთვის საჭირო და მისაღები პირობებით. ვეცდებით აღვწეროთ ორივე შემთხვევა, მანამ კი, მოკლედ გაგცემთ პასუხს კითხვაზე, რა ხდებოდა ამ კუთხით საქართველოში, 2018 წლის 16 აპრილამდე.

BOG
BOG

მსოფლიოს დომენებს არაკომერციული ორგანიზაცია ICANN მართავს და ყოველ ქვეყანაში ირჩევს დელეგატ ორგანიზაციას, რომელიც ხდება ამ ზონის ადმინისტრატორი (ქვეყნის დომენური ზონები – მაგალითად, .ge – საქართველო, .uk – დიდი ბრიტანეთი, .ua – უკრაინა. ზოგადი ტიპის ზონები – .com, .net, .org, ა.შ). ასეთი ორგანიზაცია, როგორც წესი, სხვა კომპანიებზე გასცემს „უფლებას“, ამ ზონის დომენების რეგისტრაციაზე. ამ დრომდე, საქართველოში, .GE ზონის ადმინისტრატორიც და რეგისტრატორიც ერთი კომპანია — კავკასუს ონლაინი იყო. 16 აპრილიდან კი, კავკასუს ონლაინი მხოლოდ ადმინისტრატორი იქნება, დომენების რეგისტრაციის სერვისის მომწოდებლები კი, სხვა კომპანიები იქნებიან, რაც დომენის ბაზრის განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

ტრანსფერის პროცედურა და ვადები
თუ უკვე გაქვთ .ge-ზე დაბოლოებული დომენი, მისი ახალ რეგისტრატორთან გადატანა, ანუ ტრანსფერი მოგიწევთ. ყველა .ge დომენის რეგისტრატორი კომპანია კავკასუს ონლაინია (registration.ge), ცვლილების მიხედვით კი, თქვენი დომენი ახალ რეგისტრატორს უნდა „დაუკავშიროთ“. აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის ვადები განსაზღვრულია 2018 წლის 16 აპრილიდან, 2019 წლის 16 აპრილამდე, ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა დომენი აუცილებლად გადატანილი უნდა იყოს ახალ რეგისტრატორთან. ტრანსფერი კი უნდა დაიწყოთ იმ კომპანიის საიტზე, რომელიც თქვენი, უკვე არსებული დომენის რეგისტრატორია (კავკასუს ონლაინის registration.ge), მიუთითოთ, რომელ ახალ რეგისტრატორთან გსურთ თანამშრომლობა და გადაწყვეტილება დაადასტუროთ ახალი რეგისტრატორი კომპანიის საიტზე. ეს პროცედურა უფასო იქნება. კავკასუს ონლაინის მიერ რეგისტრატორთათვის წაყენებული მოთხოვნის თანახმად, დომენის ტრანსფერისას, ერთი წლის ღირებულება 30 ლარზე მეტი ვერ იქნება. ისეთი მისამართი კი, რომელიც .ge ზონაში მხოლოდ ორ სიმბოლოს შეიცავს, მაგალითად: hr.ge, კვლავ ძვირი ეღირება – ტარიფი ასეთ დომენებზე 800 ლარია. ცვლილება ეხება ე.წ. ზოგადი ტიპის დომენებსაც, რომლებიც ბოლოვდება .com.ge, .net.ge, .org.ge და ა.შ თუმცა, მათი ღირებულება სავარაუდოდ, 12 ლარზე მეტი არ იქნება.

რაც შეეხება არჩევანის მრავალფეროვნებას
თუ თქვენ გეგმავთ ახალი დომენის შექმნას/შეძენას, 16 აპრილიდან გხვდებათ მრავალფეროვანი გარემო, დომენის ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე, 8 რეგისტრატორს მოიცავს და დროთა განმავლობაში, კიდევ გაიზრდება. შესაბამისად, გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ სასურველი კომპანია. ამ ეტაპზე, .GE ზონაში დომენური სახელის რეგისტრაციისთვის აკრედიტირებული კომპანიები არიან:

„კავკასუს ონლაინი, როგორც .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორი, რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს ყველა იმ დაინტერესებულ განმცხადებელს, რომელიც აკმაყოფილებს რეგისტრატორისთვის დადგენილ მოთხოვნებს“, – ნათქვამია registration.ge-ზე, შესაბამისად, დომენის ბაზარზე მოღვაწეობის სხვა მსურველი კომპანიების არსებობის შემთხვევაში, რეგისტრატორთა რაოდენობა გაიზრდება.

კურტ კობეინის, ჯონ ლენონისა და სხვა მუსიკოსების გაციფრულებული კალიგრაფია! – JWT New York-ის პროექტი

3D პრინტერის საშუალებით შექმნილი ნამდვილი პისტოლეტი – UPDATE