in

Domenebi.ge Google Gmail-ის პარტნიორი გახდა

2018 წლის 15 აპრილიდან, DOMENEBI.GE “.GE” დომენის ოფიციალური რეგისტრატორია. იგი უზრონველყოფს .GE დომენის რეგისტრაციის გამარტივებულ პროცესსა და დომენის სამართავ დამატებით სერვისებს. სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ პლატფორმა Google Gmail-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. ამის შესახებ ჩვენ Domenebi.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან კილაძე გვესაუბრა:
“მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენმა კომპანიამ მოიპოვა კომპანია Google -ის G Suite პროდუქტის ოფიციალური პარტნიორობა, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებელს პირდაპირ მივყიდოთ მსოფლიოში #1 საკომუნიკაციო პაკეტი ბიზნესისთვის:
1. ყველაზე დაცული და მოსახერხებელი ელ. ფოსტა GMAIL საკუთარ .GE დაბოლოებით (მაგალითად [email protected])
2. 30GB Google Drive საკუთარი ფაილების ასატვირთად და შესანახად
3. დამატებითი ონლაინ სერვისები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის კომპანია Google-სგან”.
მისივე თქმით, დღესდღეობით, უამრავი კომპანიაა საქართველოში, ვინც ოპერირებს უფასო ელ. ფოსტით, რაც ნეგატიურად მოქმედებს კომპანიის სანდოობასა და იმიჯზე. ამ სერვისით კი ყველას შეეძლება დაარეგისტრიროს საკუთარი .GE დომენი და შექმნას საკუთარი ელ ფოსტა.

 

bog
bog-mob
“ჩვენი და Google-ის პარტნიორობის მეორე დიდი უპირატესობა ინფორმაციის დაცულობა და უსაფრთხოებაა. GMAIL სერვისის შეძენით, თქვენი მიმოწერა და საფოსტო ყუთის დაცულობაზე კომპანია Google -ის მრავალდონიანი უსაფრთხოება იზრუნებს. რაც მთავარია, Domenebi.GE -სთან პარტნიორობით, აღნიშნული სერვისებს შეიძენთ ეროვნულ ვალუტაში, გაატარებთ კოპანიის ხარჯებში და ჩაითვლით დღგ-ს. ასევე, ვინც აქამდე ყიდულობდა სერვისს პირდაპირ Google-სგან, შეუძლიათ გადმოიტანონ ჩვენთან და გაიმარტივონ ანგარიშსწორება საგადასახადო კუთხით”.

YouTube საკუთარ კონტენტს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის

სახალისო სტრიტ არტი ნიუ-იორკის ქუჩებში