რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ რემონტი რთული ამბავია? ეს პროცესი ხშირად ისე გამოიყურება, როგორც პაზლი – ასეულობით პატარა ნაწილით, რომლებიც ისე უნდა ააწყო, რომ შენი სურვილები იქცეს რეალობად და საბოლოოდ, იმ იდეალურ სახლად, რომელიც მხოლოდ შენს გონებაშია.
„დომინო“ სწორედ ის ადგილია, სადაც ეს პაზლი მარტივად იკვრება. აქ არ კარგავ დროს ძიებაში, არჩევანში, არ კარგავ იმედს, იდეის რეალობად ქცევაში. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის 10-წლიანი ისტორია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან იწერება.
ჰიპერმარკეტი „დომინო“ 10 წლის გახდა. საიუბილეო თარიღს კი საუკეთესო ფასის შეთავაზებით, აქტივობებით და სიურპრიზებით ხვდება.
7 და 8 ივნისს, „დომინოში“ სარემონტო სურვილების ასრულება 50%-მდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
ორი დღის განმავლობაში, „დომინოს“ ორივე ჰიპერმარკეტი გადაიქცევა საფესტივალო სცენად, სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ სახალისო აქტივობებში და მიიღონ უამრავი საჩუქარი, რაც რემონტისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებს მოიცავს.
ადგილზე მომხმარებლებს დახვდებათ განსაკუთრებული ფასდაკლებები და შეთავაზებები, რომელიც მხოლოდ საიუბილეო თარიღს ემთხვევა:
- 50%-მდე ფასდაკლება ფილებსა და კედლის პანელებზე
- 40%-მდე ფასდაკლება ავეჯზე, განათებაზე, ინსტრუმენტებსა და კარებზე
- 40%-მდე ფასდაკლება სანტექნიკაზე
- 30%-მდე ფასდაკლება ბაღისა და იატაკის საფარის სექციებში
- 20%-მდე ფასდაკლება სამშენებლო მასალებზე
მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ „დომინოს“ ფილიალების კარს მიღმა, სარემონტო ოცნებები ონლაინ სივრცეშიც სრულდება. ფასდაკლებული პროდუქციის შეძენა მომხმარებელს შეეძლება ონლაინ, დომინოს ვებგვერდზე: https://www.domino.com.ge, სადაც შესაძლებელია, როგორც მიწოდების სერვისით სარგებლობა, ასევე პროდუქციის ადგილიდან გატანა.
„დომინოსთვის“ მომხმარებლის კომფორტი უმთავრესია, რასაც ადასტურებს, უფასო საპარკინგე ადგილები, ხელმისაწვდომი ფასები, საუკეთესო შეთავაზებები და კეთილმოწყობილი საშოპინგე სივრცე, რომელიც მომხმარებლებს 7 და 8 ივნისს, დიღმისა და ისთ ფოინთის ფილიალებში, დილის 09:00 საათიდან, საღამოს 22:00 საათამდე დახვდებათ.
სამშენებლო ჰიპერმარკეტი „დომინო“, 2015 წლიდან გთავაზობთ 60,000-მდე დასახელების პროდუქციას, საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მშენებლობისთვის, რემონტისთვის, კეთილმოწყობისთვისა და მებაღეობისთვის. „დომინო“ ის სანდო ადგილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს გამოსცადოს მარტივი, კომფორტული და ეფექტური გზა სარემონტო პროცესში. კომპანიას არამხოლოდ ფართო ასორტიმენტი და პროდუქტების ხელმისაწვდომობა გამოარჩევს, არამედ გუნდი, რომელიც დღეს უკვე 850 ადამიანს აერთიანებს.
თითოეული მათგანი თავისი წვლილით ქმნის მასშტაბურ, თუმცა მყუდრო გარემოს, სადაც ერთ სივრცეშია შესაძლებელი სარემონტო პროცესის დაწყება და დასრულება, რისთვისაც კომპანიას ამ დრომდე, $38,5 მილიონის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
„დომინოს“ დიდი ოჯახი, აქ გაჩერებას არ აპირებს და მათი ამბიციური გეგმა რეგიონებში განვითარებაა, კერძოდ კი ქუთაისში ახალი ფილიალის გახსნა, რომელიც 2026 წელს იგეგმება. 19,5 მილიონ ლარამდე ინვესტიციით ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი და კომფორტული კიდევ ერთი საშოპინგე სივრცე გაჩნდება ქუთაისში, სადაც დამატებით 400-მდე ადამიანი დასაქმდება.
[R]












