13 წლის შემდეგ, დომინომ სრული რებრენდინგი გამოაცხო — თამამი ვიზუალით, ახალი შეფუთვითა და ხელწერით ბრენდი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა. WorkInProgress-თან ერთად, ჩვენთვის კარგად ნაცნობ წითელ და ლურჯ ესთეტიკას ხელახლა წარმოგვიდგენს და ამას ხალისიან აუდიო ელფერსაც სძენს Dommmino’s-ში mmm-ს წამღერებით:
იდეა ცვლილებებში კი არ მდგომარეობს, არამედ იმაში, რომ ბრენდის ხმა, ვიზუალი და ტონი უფრო მკვეთრი გახადონ. ყველაზე შესამჩნევი კი აქ უფრო მდიდრული ფერთა გრადიენტებია, დიდ შრიფტ Domino’s Sans-სა და უფრო დახვეწილ შეფუთვასთან ერთად, რომლითაც ბრენდის მთავარ დაპირებაზეა ხაზი გასმული — Flavor that lingers.
„თუ ბევრი კომპანია რებრენდინგს გასაჭირის დროს მიმართავს, კატეგორიაში ჩვენი წარმოუდგენელი წლების შემდეგ, ეს განახლება ჩვენივე თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენას ეხება — ცოცხალი, თამამი და მხიარულია“.

უფრო მკვეთრი წითელი და მუქი ლურჯი ფერებით ღუმელიდან ახლად გამომცხვარი პიცის სითბოზე მიგვანიშნებენ. სქელი, მომრგვალებული კიდეების მქონე შრიფტით კი პიცის ცომსა და სოუსზე. გამორჩეულია ახალი შავი და ოქროსფერი ყუთებიც, რომლებიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მათ პროდუქტს და ფოტოგენურობითაც იწონებს თავს…

აღსანიშნავია, რომ რებრენდინგის ფარგლებში პირველად გვთავაზობენ ოფიციალურ აუდიო ლოგოს, Cravemark-ს, რომლითაც სახელს ხმოვან სიგნალად აქცევენ. მიზნად რაღაც მარტივად დასამახსოვრებელი ხმის შექმნა ჰქონდათ დასახული და ეს საქმე Shaboozey-ის დაავალეს — „პიცა ის ერთადერთი საჭმელია, რომელიც ყველას აერთიანებს, განსხვავებულ ადამიანებს, თაობებსა და კულტურებს და ვერავინ აკეთებს ამას დომინოზე უკეთ. სახალისო გამოწვევა იყო ყველაზე სასურველი საკვების ხმად ყოფნა“.

დომინო განახლებული იდენტობით 2026 წელს წარსდგება ციფრულ ეკოსისტემაში, ფიზიკურ მაღაზიებში, უნიფორმებზე, სარეკლამო თუ გლობალურ ბაზრებზე.












