in

„თუ მეზობელი ახმაურდა…“ — კამპანია, რომლითაც დომინომ რემონტის სეზონი გახსნა

იცით, ვის უყვარს ხმაურიანი მეზობლები? არავის, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო.

თუმცა, სანამ დომინოს ამბავს მოვყვებით, გიფიქრიათ იმაზე, რომ დღის განმავლობაში უამრავ არასასურველ ხმას ვისმენთ და თითქმის ყველა მათგანი გარკვეული ინფორმაციის მატარებელია?

ანუ, შესაძლოა, ერთი მოსმენით შემაწუხებელი ხმა პოზიტიურ ამბავს გვამცნობდეს, როგორც მაგალითად: ზარის გაბმული რეკვა გაკვეთილის — დასრულებას; მამლის ყივილი — ახალი დღის დაწყებას; ჭექა-ქუხილი კი, არა მხოლოდ წვიმის მოსვლას, არამედ ოჯახთან ერთად ჩაის ფინჯნებით ხელში გატარებულ თბილ საღამოს გვპირდებოდეს.

რა ამბავს იგებ, თუ მეზობელი ახმაურდა და მისი სახლიდან ინსტრუმენტების მონოტონური ხმა გესმის?

მან უბრალოდ დაგასწრო და დომინოს ფასდაკლებების შესახებ შენზე ადრე გაიგო.

დომინომ, LAAP Studio-ს დახმარებით, ტელევიზიისთვის და სოციალური მედიისთვის, მოკლე, მარტივი ვიდეორგოლი შექმნა. ვიდეო არის ცოლ-ქმარზე, რომლისთვისაც, გაზაფხულის ერთ მშვიდ დილას, მეზობლების უეცარი ახმაურება სასურველი და სარფიანი ნიუსია.

ეს ვიდეორგოლი იდეის მხოლოდ ერთ-ერთი გადაწყვეტაა, რადგან კამპანიის ქვეშ ვიდეოზე არანაკლებ დინამიკური და ეფექტური პრინტები შეიქმნა, რომლებიც ქალაქს ბილბორდების მეშვეობით მოედო.

თუმცა ხმაურიანი მეზობლების შესახებ მხოლოდ ვიზუალური კომუნიკაცია ლოგიკური და საკმარისი ვერ იქნებოდა, ამიტომ დომინო შემდეგ არხებშიც ახმაურდა:

Spotify — რათა, თუ მეზობელი ახმაურდა, საუკეთესო ხარისხით მოესმინათ.

Cavea — რათა, თუ მეზობელი ახმაურდა, ხმამაღლა მოესმინათ.

Radio — რათა, თუ მეზობელი ახმაურდა, ყველგან მოესმინათ.


Credits:

Marketing Director: Natia Maisuradze
Creative Copywriter: Levan Liluashvili
Graphic Designer: Tornike Gogoladze
Typographer – Archil Kandelaki
Motion Designer – Ana Jgarkava
Graphic Designer – Nino Maisuradze
Digital Marketing Manager: Ana Othkhmezuri
Marketing Manager: Nino Liparteliani
Production Manager: Ani Kikalishvili
Production: LAAP STUDIO
Head of Production: Avtandil Gasviani
Art Director: Elene Aptsiauri
Art Director Assistant: Nini Amazashvili
Producer: Elene Gakharia
MUA: Nino Sopromadze
Set Designer: Lia Dadunashvili
DOP: Makho Kipshidze
1st AC: Levan Bakhturidze
2nd AC: Nika Beradze
Gaffer: Eduard Shakhnazarovi
Music and Sound Design: Sandro Kozmanishvili
Photographer: Zukao Getsadze
Editing & Collor correction: Sandro Kozmanishvili

[R]

EU-ს დაფინანსებით BTU ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერების 1 მილიონიან პროექტს იწყებს

ფიშინგის გავრცელებული მეთოდები- როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისგან