in

Domino’s Pizza, პროდუქციას, „ჭკვიანი“ სკანერით ამოწმებს

Domino’s Pizza ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს (AI) აქტიურად იყენებს. ამჯერად, ბრენდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თანამედროვე ტექნოლოგიებით, პიცის ხარისხი შეამოწმოს. ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში „ჭკვიან“ სკანერს იყენებენ, რომელიც განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს „იდეალური“ პროდუქტი.

BOG
BOG

 

Photo Credit: Domino’s Pizza

ამ ტექნოლოგიით, რესტორნების ქსელში, პროდუქტის ხარისხსა და კონსისტენციას ამოწმებენ. ასევე, ზუსტად იგებენ, არის თუ არა, პიცა იდელურად გამომცხვარი.

ნიკ ნაითის (Domino’s Pizza-ს აღმასრულებელი დირექტორი ავსტრალიაში) თქმით, თუ შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ პიცა მათი კომპანიის უმაღლეს სტანდარტებს არ შეესაბამება, ხელახლა აცხობენ და მომხმარებლამდე მხოლოდ იდეალური პროდუქტი მიდის.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი არასოდეს მოადუნებს ყურადღებას ხარისხის მიმართ, მომხმარებელს კი ყოველთვის ექნება [Domino’s Pizza-ს] პროდუქტის ნდობა“.

Domino’s Pizza, ამერიკაში, 1960 წელს შეიქმნა. დღეს, მსოფლიოს მასშტაბით, 16 000-ზე მეტი რესტორანი აქვს. საქართველოში ბერნდი, პირველად, 2015 წელს გამოჩნდა.  კომპანია, პიცის ხარისხს AI ტექნოლოგიით, ამ ეტაპზე, მხოლოდ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ამოწმებს. Domino’s წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ჭკვიან“ სკანერს, ჯერჯერობით, მხოლოდ ამ ქვეყნებში გამოიყენებენ.

 

ცხოველები აფასებენ მატრასებს!

254 წლიანი ოდისეა და არავითარი კომპრომისი ხარისხთან – კონიაკის #1 ბრენდი Hennessy