შპს „ჯეოპიცამ“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან „Domino’s Pizza”ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ხელშეკრულების ფარგლებში, მომდევნო 5 წლის მანძილზე, საქართველოში „Domino’s Pizza”-ის მინიმუმ 10 რესტორანი გაიხსნება. შპს „ჯეოპიცას“ ინფორმაციით, საქართველოში „Domino’s Pizza“-ის ქსელის განვითარებას კომპანია ვაკე-საბურთალოს რაიონში რესტორნების გახსნით დაიწყებს. პირველი რესტორანი 2015 წლის იანვრის მეორე ნახევარში გაიხსნება.
„Domino’s Pizza“ 1960 წელს დაარსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დღეს პიცერიების უდიდესი ქსელს წარმოადგენს მსოფლიოში, რომელიც 11,000-ზე მეტ რესტორანს ფლობს 70 ქვეყანაში. კომპანია წარმატებით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას პიცის მიწოდების სერვისშიდა მომხმარებელს პიცის მრავალფეროვან მენუს სთავაზობს