ყველაფერი მარტივდება. ისეთი მარტივი საქმეც კი, როგორიც პიცის შეკვეთაა. უბრალოდ გაიფიქრეთ და 10 წამში თქვენი პიცა უკვე გზაშია. ალბათ მიხვდით, რომ საქმე Domino’s Pizza-ის მორიგ სიახლეს ეხება. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ პიცის მომხმარებელი მშიერი ადამიანი, რომელიც ყველაზე იოლად ბრაზდება. სწორედ ამიტომ, Domino’s Pizza მომხმარებელს ბევრ სიახლეს სთავაზობს და ამავდროულად შეკვეთის გაფორმების გამარტივებაზე ზრუნავს.
აპლიკაცია “Zero Click” -ის გადმოწერის შემდეგ შეგყავთ თქვენი მონაცემები და პიცის შეკვეთას ერთ ღილაკზე დაჭერით ახორციელებთ. აპლიკაციას თავისი დაცვის სისტემა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა შემთხვევით გააფორმეთ, თაიმერი 10 წამს გაძლევთ მის გასაუქმებლად.
Domino’s Pizza ერთ-ერთი ბრენდია, რონელსაც თავისუფლად შეუძლია იამაყოს ციფრული მიღწევებით და მომხმარებელთან გამარტივებული ურთიერთობით.
დღეს, როდესაც საქართველოშიც დატვირთული გრაფიკით ვმუშაობთ და ვცდილობთ ისეთი კვების ობიექტები შევარჩიოთ, სადაც მომსახურეობა მაქსიმალურად სწრაფად ხდება მსგავსი აპლიკაციის გაშვება მშვენიერი ინიციატივა იქნებოდა. მოგებული დარჩებოდა არა მხოლოდ მომხმარებელი, არამდ ბრენდიც, რომელიც გამარტივებული შეკვეთის გაფორმების ხარჯზე მომხმარებლის რაოდენობას გაზრდიდა.