1
Feb
2019

Domson’s Engineering-ის საერთაშორისო აღიარება

1 Feb 2019

კომპანია Domson’s Engineering საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 7 თებერვალს, სასტუმრო “რუმსში” კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება აჯამებს კომპანიის მიერ საინჟინრო სფეროში გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს, რის აღსანიშნავადაც, საქართველოს მსოფლიოს წამყვანი იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი Daikin სტუმრობს.

“Domson’s Engineering არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც რეგიონის უმნიშვნელოვანეს პროექტებში A-კლასის ენერგოეფექტურ სისტემებსა და ხანძარუსაფრთხოების NFPA-ის საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავს. ქართულმა კომპანიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში იაპონური ბრენდი Daikin-ის საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მოიპოვა და ასეთივე წარმატებით აგრძელებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ბრენდებთან თანამშრომლობას.”

მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, საერთაშორისო კომპანიები საინჟინრო სფეროდან, საბანკო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ასევე, საზეიმო ვითარებაში გაფორმდება სამმხრივი მემორანდუმი დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტს – City MallSaburtalo-ს, Domson’s Engineering-სა და Daikin-ს  შორის.

[R]

განხილვა