მოემზადეთ ემოციებით, ხალისითა და სპორტული სანახაობით სავსე დღეებისათვის: 4, 5 და 6 ოქტომბერს „დომუსი” მეხუთედ გამართავს Domus CUP-ს, PRO-AM ტიპის შერეულ წყვილთა შორის ტურნირს მზიურის კორტებზე, რომელშიც პროფესიონალი ჩოგბურთელები მოყვარულების გვერდიგვერდ თამაშობენ.
Domus CUP 2024 კომპანია დომუსის მიერ ორგანიზებული PRO-AM ტიპის შერეულ წყვილთა შორის ტურნირია. ის მეხუთე წელია იმართება და ამ პერიოდში ბევრი თაყვანისმცემელი შეიძინა, რომლებიც ყოველ შემოდგომაზე ინტერესით ელიან ტურნირში მონაწილეობას თუ მასზე დასწრებას. Domus CUP იშვიათ შესაძლებლობას აძლევს ჩოგბურთის ენთუზიასტებს, წყვილში ითამაშონ საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების მოქმედ და ვეტერან მოთამაშეებთან ერთად, გამოცადონ საკუთარი თავი, ისიამოვნონ თამაშით და ერთად იბრძოლონ გამარჯვებისათვის. საპრიზო ფონდი კი 30,000 ლარს შეადგენს.
პროფესიონალი და მოყვარული მოთამაშეების კორტზე ერთად ყოფნა მაყურებლისათვის განსაკუთრებულად მრავალფეროვან და დინამიკურ სანახაობას ქმნის. აქ შეგიძლია ნახო როგორც შეჯიბრის დაძაბულობა, ისე, საერთო მიზნის მისაღწევად, წყვილში მყოფ მოთამაშეთა შორის თანამშრომლობა. თამაშით აღტაცება, გამარჯვების სიხარული, მარცხით გამოწვეული სევდა თუ გამოვლენილი ოსტატობით ტკბობა – ის ემოციებია, რომლებიც ამ სამი დღის განმავლობაში არ მოგაკლდება.
Domus CUP 2024 ხელს უწყობს ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ტურნირი ეხმიანება დომუსის მთავარ მიზანს და მის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს: შექმნას ჯანსაღი და მდგრადი გარემო, რომელიც აკმაყოფილებს ცხოვრების თანამედროვე მოთხოვნებს. დეველოპერული კომპანიისათვის, რომლის პროექტებიც ყოველთვის გამორჩეულია რეკრეაციული, სპორტული და საერთო სარგებლობის სივრცეების სიმრავლით, Domus CUP კიდევ ერთი შესაძლებლობაა, წვლილი შეიტანოს უკეთესი გარემოს შექმნაში.
თარიღი: 4-6 ოქტომბერი
ადგილი: მზიურის კორტები
შევხვდებით თამაშზე!
[პარტნიორის კონტენტი]