in

Don Pepe-ს ეტიკეტი კარიბის ზღვის ელემენტებით შექმნეს

აქაც მიზანი თაროზე გამორჩეული ადგილის დაკავება იყო, ამიტომაც Don Pepe-ს დიზაინი სრულყოფილ ბალანსს გვთავაზობს ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის, რითაც რომის არსსაც განსაზღვრავს. ფერადი და თანამედროვე ილუსტრაციების ეტიკეტზე დატანა თვალშისაცემ ინდივიდუალიზმზე გვამცნობს. ასე კი სრულიად ახალი მომხმარებლების ყურადღების ცენტრშიც მარტივად ექცევა. 

BOG
BOG

თუ კარგად დააკვირდებით, თვალში კარიბის ზღვის ელემენტები მოგხვდებათ, იქნება ეს პალმის ფოთლები, ოკეანის ტალღები, მზე თუ ისეთი დომინანტური ფერები, როგორებიცაა ოქროსფერი, ლურჯი, მწვანე, წითელი და ვარდისფერი. სპეციალურად შემუშავებულ სიმბოლოებს კი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების გადმოცემა დაევალა, თუნდაც ეს რომის წარმოშობა ან დაძველების დრო იყოს.

ბოთლზე ეტიკეტი ისეა დატანილი, თითქოს რამდენიმე სტიკერი ერთმანეთს გადააკრეს — ასე კი მეტად თანამედროვე ელფერი შესძინეს, თუმცა ამასთან, მის პრემიუმ ხასიათზეც სურდათ აქცენტირება… ბოთლის უკან პატარა ამბავიცაა დატანილი რომის წარმოშობისა და წარმოების პროცესის შესახებ. სურთ, მომხმარებლები სულ უფრო მოიცვან თავიანთი კარიბის სამყაროთი, მოუყვნენ მათ Don Pepe-ს შესახებ, მოხუცი მეზღვაურის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი რომით მოგზაურობდა… 

თამარ დემეტრაშვილი – #პირველისამსახური

3 თვისება, რომლებიც კარგ ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს