in ,

დონალდ ტრამპს საინაუგურაციო Coca-Cola აჩუქეს

სულ ცოტა ხნის წინ კოკა-კოლამ ყურადღება დონალდ ტრამპისადმი გამოხატული ჟესტით მიიპყრო — CEO ჯეიმს ქუინსიმ, ინაუგურაციის აღსანიშნად, ტრამპს პერსონალიზებული Diet Coke-ის ბოთლი აჩუქა. ექსკლუზიური შეფუთვა პერსონალურ ბრენდინგს ისტორიულ შემთხვევასთან აერთიანებს, თეთრი სახლის ილუსტრაციაც ახლავს და წარწერაც: 

BOG
BOG

The Inauguration of the President of the United States
Donald J. Trump
January 20, 2025

ასე კი კოკა-კოლას ტრადიცია გრძელდება, შექმნას გამორჩეული ბოთლები პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის, რაც ბრენდმა ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. მიუხედავად ამისა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ დიეტური კოლას თემატიკის ვერსია შექმნეს — ეს მკაფიო მტკიცებულებაა ტრამპის სახელგანთქმული სიყვარულისა აღნიშნული სასმლის მიმართ. როგორც ამბობენ, პრეზიდენტი დღეში 12 Diet Cokes-ს სვამს და ოფისში Diet Coke Button-იც კი აქვს დამონტაჟებული, რათა მაშინ დალიოს, როცა მოუნდება…


მართალია, ეს კარგი ჟესტია კოკა-კოლასგან, მაგრამ, ამასთან, უნდა ითქვას, რომ სტრატეგიულ მიზანსაც ემსახურება. ასე ბრენდმა საკუთარ წვლილს გაუსვა ხაზი ქვეყნის ეკონომიკაში, რომ ყოველწლიურად 58 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს და 60-ზე მეტი კომპანიით 860 000 სამუშაო ადგილს ქმნის. ეკონომიკურ გავლენაზე აქცენტი კი, თავის მხრივ, ტრამპის America First-ის პოლიტიკას შეესაბამება.

თუმცა ტრამპსა და კოკა-კოლას შორის წარსულში არსებული დაძაბულობების გათვალისწინებით ამ ჟესტის დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება… 2021 წელს ტრამპმა ბოიკოტი გამოუცხადა კომპანიას მას შემდეგ, რაც ისინი ჯორჯიის ხმის მიცემის კანონების წინააღმდეგ წავიდნენ. კოკა-კოლამ აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის შემთხვევაც დაგმო, რითაც ისედაც სუსტი ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა.



დღეს კი Diet Coke-ის სპეციალური გამოშვების ბოთლი ერთ კითხვას წარმოშობს —
მიგვიყვანს თუ არა სიმბოლური ჟესტი, რომელიც კორპორაციულ დიპლომატიასა და პერსონალურ ბრენდინგშია გახვეული, მეგობრული ურთიერთობების აღდგენასა და სამომავლო თანამშრომლობამდე პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში?

„მირანდას ღვინო“ და ცხენით გასეირნება ტვიშში – სტუმრად, მირანდა ჩხეტიანთან

მალე Threads-ზე პოსტების მუსიკით ატვირთვას შეძლებთ