in

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ლიდერ ქალებს მსოფლიოდან, მათ შორის, ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, საკუთარ კაბინეტში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს, მათ შორის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა. ღონისძიებაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების შესახებ.

BOG
BOG

დონალდ ტრამპის ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა ნინო ზამბახიძეს მიმართა და ამერიკის მთავრობის ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა. ზამბახიძემ კი, მადლობა გადაუხადა ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს და აღნიშნა, რომ ისინი ზრუნავენ მსოფლიო მასშტაბით მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაში მონაწილეობდა და სწორედ ამ პროექტმა შეუწყო ხელი ბიზნესის განვითარებაში

-ნინო ზამბახიძე: ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ლიდერობით საქართველოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან განვითარდა და საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს.

-დონალდ ტრამპი: „მადლობა, მე ამას ვაფასებ“.

შეურაცხმყოფელი გასაუბრების შემდეგ, 22 წლის ოლივიას უთხრეს, რომ სამსახურში აიყვანეს…

„წისქვილი ქეითერინგი“, ანუ ფურშეტი ქართულად და ევროპულად