in

გადარიცხე ბიტკოინი StopCov ფონდში

Brokers.IO (ციფრული აქტივების მართვის კომპანია) Cryptomat-თან ერთად (კრიპტოვალუტის აპარატების ოპერატორი კომპანია) იწყებს კამპანიას #DonateABit, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური საფულე (ბიტკოინის მისამართი), სადაც აღნიშნულმა კომპანიებმა უკვე ჩარიცხეს 1,5 ბიტკოინი.

კომპანიები მოუწოდებენ თავიან მომხმარებლებს, ჩაერთონ კამპანიაში და მითითებულ მისამართზე მათთვის სასურველი ოდენობის ბიტკოინის ჩარიცხვის გზით თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კამპანია #DonateABit 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შეგროვებულ ბიტკოინებს Brokers.IO StopCovid ფონდში გადარიცხავს.

 

[R]

Xiaomi-მ ახალი სკუტერი გამოუშვა, რომელსაც ერთ დამუხტვაზე 30 კილომეტრის გავლა შეუძლია

Bolt წარმოგიდგენთ Live ვარჯიშებს ქეთი ხატიაშვილთან ერთად!