in

Donostia – ახალი თანამედროვე ესპანური რესტორანი თბილისში

დონოსტია / სან-სებასტიანი – ქალაქი, რომელიც მსოფლიო გურმანების რუკაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წერტილად ითვლება. სწორედ ამ ადგილიდან შთაგონებული იდეა იქცა იმ რეალობად, რომელიც სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ნამდვილი კულინარიული თავგადასავალი, სადაც ადგილობრივი პროდუქტი, დახვეწილი გემოები და ევროპული სტუმართმოყვარეობა ერთ სივრცეში ერთიანდება.

რესტორნის კონცეფცია შექმნილია ავთენტურობის, ხარისხისა და მინიმალიზმის შერწყმით. ეს არის გარემო, რომელიც გამორჩეულად თბილი, მყუდრო და თანამედროვეა, გემო კი დაუვიწყარი. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ესპანური ავთენტური კერძებისა და დესერტების კლასიკური თუ განახლებული ვარიაცები.

დონოსტიას მისიაა თბილისში ევროპული კულინარიული გამოცდილების ახალი სტანდარტის დანერგვა და სტუმრისთვის ნამდვილ ღირებულებაზე ორიენტირებული სერვისის შეთავაზება. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი კერძი ისტორიას ჰყვება, ყოველი ვიზიტი კი – გამოცდილებად იქცევა.

[R]

იშვიათი დაავადების მქონე ბავშვს CRISPR-ის გენური თერაპიით უმკურნალეს!

უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის – „თეგეტა მოტორსი“ გაეროს უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია