თუ 10 წლის წინ უალკოჰოლო ლუდის ბრენდებს ბევრი ჰქონდათ სამუშაო, რათა უბრალოდ მომხმარებლებისთვის აეხსნათ, რას სთავაზობდნენ, დღეს აქტუალური ეს კი აღარ, Dry January-ის თავიდან არიდებაა. ჰაინეკენის Don’t Bale on Your Mates-ის კამპანიაც ზუსტად ამას ცდილობს — რეკლამაში მეგობრებს გვაჩვენებენ, რომლებიც რას აღარ იგონებენ ერთმანეთთან შეხვედრის, უფრო სწორად, დალევის თავიდან ასარიდებლად… თუმცა მათ შორის ერთი გაანალიზებს, რომ ჰაინეკენი მათ უალკოჰოლო ლუდის ვარიანტს სთავაზობს.
„მიუხედავად იმისა, რომ უალკოჰოლო კატეგორია ძალიან პოპულარული გახდა, სასმელზე უარის თქმის სტიგმა კვლავ რჩება… ეს ადამიანებს აიძულებს, უამრავი რამ მოიგონონ, რათა თავი აარიდონ ალკოჰოლს. ჩვენ Heineken 0.0-თან ერთად ვმუშაობდით, რათა ეს ციკლი გაგვერღვია და საუბრებში ცოტა იუმორიც შემოგვეტანა“, — აცხადებს კრის ბრუნი, Publicis•Poke-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.