ორგანიზაცია “პეტა”-მ მსურველებს შესთავაზა საკუთარ თავზე გამოსცადონ ის, რაც ანგორის კურდღელს მოსდის ბეწვის შეგროვების დროს.
ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციამ ადამიანზე ნათლად ასახა ძვირადღირებული ბეწვის შეგროვების პროცესი. პროცესი ცვილით დეპილაციას ჰგავს, მაგრამ ცხოველებს ამ დროს არც ნაზი კოსმეტოლოგი ემსახურებათ და არც არჩევანი არ გააჩნიათ.
სააგენტო Lowe & Partners-მა გადაიღო რგოლი, სადაც დეპილაციის დროს ადამიანის რეაქციაა ასახული. პეტას გამოძიების თანახმად ჩინეთის ფერმებში ხშირია კურდღლის ბეწვის მოპოვება, მისი ამოგლეჯით. კურდღლის 5 წლიანი სიცოცხლის მანძილზე ის ამ პროცედურას ყოველ სამ თვეში ერთხელ გადის.
ორგანიზაციის თქმით ამ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ უამრავმა კომპანიამ, როგორიცაა Forever 21, Eddie Bauer, PVH Corp. (Calvin Klein, Tommy Hilfiger, IZOD-ის ბრენდების მფლობელი), H&M, Marks & Spencer და Gap-მა უარი თქვეს პროდუქციაში ანგორის კურდღლის ბეწვის გამოყენებაზე.