3
Sep
2019

კოკა-კოლა მოგიწოდებთ, არ იყიდოთ კოკა-კოლა!

3 Sep 2019

კოკა-კოლა აქტიურად მოგვიწოდებს მომხმარებლებს, არ ვიყიდოთ მისი სასმელი. თუმცა, კამპანიას აქვს ერთი პირობა: არ იყიდოთ კოკა-კოლა, თუკი არ დაგვეხმარებით ნარჩენების დახარისხებაში. ამ გზავნილს კომპანია ბილბორდებით, ღონისძიებებითა და ევროპის ქალაქების თავშეყრის ადგილებში, მთელი ზაფხულის განმავლობაში ავრცელებდა. კოკა-კოლას განცხადებით, ესაა ბრენდების პირველი გლობალური კამპანია ამ მიმართულებით. კომპანია მიზნად ისახავს, შეაგროვოს გამოყენებული ბოთლების 100%, ხოლო 2025 წლისთვის შეგროვებული მასის, სულ მცირე, 50% გამოიყენოს ახალი პროდუქტის შეფუთვის დამზადებისას. კოკა-კოლას განცხადებით, მხოლოდ ბელგიაში, მათი ბოთლების 85% ექვემდებარება გადამუშავებას, თუმცა ბრენდი თვლის, რომ გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო პლასტმასათი დაბინძურებასთან საბრძოლველად.

განხილვა