in

არასოდეს დაგუგლო! ეწვიე ექიმს!

ინტერნეტი და კერძოდ “გუგლი” ინფორმაციის ულევ წყაროდ იქცა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი “გუგლში” საკუთარი ავადმყოფობის დიაგნოზს და მკურნალობის გზებს ეძებს. შედეგად ვიღებთ არასწორ დიაგნოზს და არასწორი მკურნალობის ხერხს, რაც რა თქმა უნდა ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მომტანია.

ბელგიურმა სამედიცინო საიტმა “Gezondheid en Wetenschap” ამ პრობლემას თავის ვიდეოების სერია დაუთმო. ვიდეო გამაფრთხილებელი ხასიათისაა და ის “გუგლის” ინფორმაციის არასწორ გამოყენებაზეა. ვიდეოზე და კონცეფციაზე სარეკლამო სააგენტო DDB (ბრუსელი) იმუშავა.

Google AdWords-ის დახმარებით მათ 100 ყველაზე გავრცელებული დაავადება ჩაწერეს, რის შედეგადაც გუგლში ძიების დროს პირველი მათი კამპანიის ლინკი ჩნდებოდა წარწერით -Don’t Google it, check a reliable source”.

 

უძრავი ქონების შეძენის ტენდენციები !

5 უნარი, რომელიც უნდა შეიძინო სანამ ლიდერი გახდები !