in

„ნუ იქნებით უბრალოდ მთხრობელი, იყავით ამბის შემქმნელიც“ — PepsiCo-ს რჩევა მარკეტერებს

მარკეტერები გამუდმებით გვესაუბრებიან იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „მთხრობლის“ როლის შეთავსება. თუმცა, გარდა ამისა, თავად ამბის შეთხზვაც აუცილებელია. PepsiCo-ს მარკეტინგის ახალი მთავარი ხელმძღვანელი, ჯეინ უეიკლი, სწორედ ამ უკანასკნელის შესახებ საუბრობს.

ჯეინის თქმით, მსოფლიოში ძალიან ბევრი აქტუალური პრობლემაა — კლიმატი, სოციალური ინკლუზია… ჩვენ, როგორც საზოგადოებას, სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მათ მოგვარებაში მივიღოთ მონაწილეობა. კომპანიებმა, განსაკუთრებით მსხვილმა გლობალურმა კომპანიებმა, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში მიიღონ მონაწილეობა.

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც PepsiCo-ს შევუერთდი, ის იყო, რომ ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი ამ კომპანიის ამბიციური მიზნებით, მის მიერ დასახული ღირებულებებით და ზემოქმედებით“. მისი Pep+ ყოვლისმომცველი პროგრამა მსოფლიოს უმძიმესი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. ამისათვის კი კომპანიის წევრები ყოველდღიურად აღწევენ მილიარდობით მომხმარებელს, ხარისხიანი პროდუქტებისა და ბრენდების პორტფელის მეშვეობით. მათ შესაძლებლობა აქვთ, ის შუალედი იპოვონ, სადაც თანამშრომელთა ქმედებები რეალურად უკავშირდება ბრენდის მნიშვნელობას და, შედეგად, მეტი ჩართულობა შექმნან.

„მე მჯერა მარკეტერების კრეატიულობის, ინოვაციურობისა და ისტორიების შექმნის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ არა მხოლოდ მთხრობელები, არამედ ამბის შემქმნელებიც. შეგვიძლია, ჩვენი კრეატიულობა და ინოვაცია გამოვიყენოთ, მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად — მაგალითად, გავაერთიანოთ ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ისწრაფვიან სოციალური ინკლუზიისკენ და კლიმატის პრობლემების გამოსწორებისკენ“. 

ყოველთვის წინასწარ განსაზღვრეთ „ტალღები“

მარკეტერები ზრდის არქიტექტორები არიან — ისინი თამამ მომავალს წარმოიდგენენ, ქმნიან სტრატეგიულ „როუდმეფს“ და სამოქმედო გეგმას, თუნდაც ყველაზე არასტაბილურ და ცვალებად გარემოში. ჩვენ ახლა VUCA-ის სამყაროში ვართ [ცვალებადობა, გაურკვევლობა, სირთულე და ორაზროვნება].

„მე ყოველთვის ვფიქრობ მასზე, როგორც სერფინგზე: თუ ტალღას ელოდები, უკვე დაგაგვიანდა. თქვენ უნდა განჭვრიტოთ, გაიხედოთ უკან, იგრძნოთ ქარი, ტალღები და საკვანძო დეტალები. უნდა ნახოთ, როდის იწყებს ტალღა ფორმირებას და იქამდე მოიპოვოთ იმპულსი, ვიდრე ის თქვენამდე მოაღწევს. ეს ნათლად დაგვანახა პანდემიამ: თუ ცვლილებას დაელოდებით და შემდეგ დაიწყებთ რესურსების მოძიებას, ყველაფერი დაგვიანებული იქნება“.

რამდენად უნდა იზრუნოთ ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, როცა ახალი თანამშრომელი ხართ?

დიდი მონაცემები = დიდ მარკეტინგს!