Apple-მა მხოლოდ ჩინეთის ახალ წელს კი არ მიუძღვნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, არამედ ვიეტნამის მთვარის ახალ წელსაც — Tết. სიუჟეტი შინაგანი ბრძოლების გადალახვას და ამისთვის სათანადო ძალის პოვნას ეხება, რაც სიმბოლურად უკავშირდება დრაკონის ხასიათს.
„ნარატივი და ესთეტიკური კინემატოგრაფია ერთმანეთშია გადახლართული. ზოგადად, iPhone-ით გადაღება ახალი კინემატოგრაფიული ენის შექმნაში გვეხმარება“, — აღნიშნავს კინორეჟისორი Bảo Nguyễn. სწორედ ამ უკანასკნელმა იმუშავა ეფლის მოკლემეტრაჟიან ფილმზეც.
„Don’t Make it Complicated“-ის სიუჟეტი სკოლის მოსწავლის ამბავს მიჰყვება, რომელსაც ეჭვიანობა და ბრაზი ტანჯავს. ამის ფონზე, ქალაქში გარბის, შინაგან ბრძოლას იწყებს: ბოროტებასა და სიკეთეს შორის. მთლიანობაში, ფილმი გვახსენებს, რომ სიყვარული და ცხოვრება რთულია — შეუძლებელია, ყველაფერი სრულად კარგი ან სრულად ცუდი იყოს.