6
May
2019

“ნუ გაზომავთ თქვენს ცხოვრებას “ლაიქებით” – ტიმ კუკის რჩევა სტუდენტებს

6 May 2019

“გაზომეთ თქვენი ზეგავლენა კაცობრიობაზე არა “მოწონებებით” (Like), არამედ იმ ადამიანებით, რომლებთანაც გაქვთ შეხება, არა პოპულარობით, არამედ იმით, თუ როგორ ემსახურებით ადამიანებს,” – ეს სიტყვები ტიმ კუკმა 2017 წელს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) დამამათავრებელი კურსის სტუდენტებთან გამოსვლისას წარმოთქვა. Apple-ის ხელმძღვანელმა სტუდენტებს მოუწოდა, რაღაც გრანდიოზულის შესაქმნელად, საკუთარი გონება, ხელები და გული გამოეყენებინათ. ასევე, ურჩია, საკუთარი მორალი საქმის კეთებისას პრიორიტეტად ექციათ.

ტიმ კუკმა გაიხსენა, რომ ახალგაზრდობისას ის მთელი ძალისხმევით ცდილობდა ეპოვნა ცხოვრების მიზანი. ამის გამო მან დიუკის უნივერსიტეტში მედიტაციის, რელიგიისა და ფილოსოფიის სწავლაც კი დაიწყო. მან თავის “ახალგაზრდულ თავქარიანობაზეც” იხუმრა, როდესაც ის Windows PC-ზე ატარებდა ექსპერიმენტებს, რაც არც ისე წარმატებული გამოდგა. ტიმ კუკმა ისიც გაიხსენა, თუ როგორ იპოვნა საკუთარი მიზანი Apple-ში, 1997 წელს. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მან სტივ ჯობსი, რომელიც ტექნოლოგიების ადამიანის სასარგებლოდ გამოყენებით იყო გატაცებული. ტიმ კუკმა სტუდენტებს მოუწოდა, თავიანთი ღირებულებები და ჰუმანურობა იმ საქმეში ჩადონ, რასაც ქმნიან: “ერთხელ რომის პაპა ფრანცისკემ მითხრა: კაცობრიობას არასდროს ჰქონია ასეთი ძალაუფლება, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ ამ ძალაუფლებას გონივრულად გამოვიყენებთ”.

“თუკი თქვენ ესწაფვით იცხოვროთ სამყაროში, სადაც ტექნოლოგია ხალხის სამსახურშია, თუკი ილტვით გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ვიწრო ჯგუფის ნაცვლად, ფართო საზოგადოებაზე იზრუნოთ, მაშინ კაცობრიობას შეუძლია ჰქონდეს იმედი…”

ტიმ კუკი Apple-ის სათავეში 2011 წლიდან მოექცა. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ, “ეფლმა” გამოუშვა ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა Apple Watch, HomePod და სხვები.

 

წყარო: inc

განხილვა