ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაცია Barnardo’s-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ყოველი მეოთხე ბავშვი ახლა სიღარიბეში ცხოვრობს. თუმცა ეს პრობლემა მთელ მსოფლიოს ერთნაირად ეხება, რასაც ნეგატიური გავლენა აქვს პატარების თუ მოზარდების ცხოვრებაზე. ხშირად სირცხვილის, დისოციაციის, შფოთვისა და გარიყულობის მიზეზად იქცევა.
სწორედ ამას დაუკავშირა Barnardo’s-მა თავისი უახლესი ვიდეორგოლი, რომელშიც ერთი პატარა გოგონას ამბავია ასახული. ვიზუალურად მისი პრობლემა ეფექტურადაა გამოხატული — გოგონა ნიჟარაში „ცხოვრობს“. ვერავინ ხედავს, ვინაა რეალურად და ბევრი არც კი ფიქრობს, რა პრობლემები დგას ამ ყველაფრის უკან. თითქოს, სრულიად მოწყვეტილია იმ რეალობას, რომელშიც წესით სრულფასოვნად უნდა ცხოვრობდეს.