11
Jun
2019

და თქვენ რებრენდინგისთვის მიზეზი გქონდათ?

11 Jun 2019

საინტერესოა ხოლმე ბრენდების ევოლუციის ნახვა, არა? როგორ მოახერხეს და ჩახლართული დიზაინიდან, მარტივ, აღქმად ვიზუალამდე მივიდნენ. ალბათ, რებრენდინგის ერთ-ერთი მთავარი მოტივი თანამედროვე ტენდენციებთან, ბიზნესისა თუ მარკეტინგის კუთხით, შესაბამისობაში ყოფნა შეიძლება, იყოს.

statiebi-bog
statiebi-bog

თუმცა კი, რებრენდინგის მიზეზი, რომელსაც კომპანიები ხშირად ასახელებენ, ამ კატეგორიაში ვერ ჯდება.

მაგალითად, მიზეზი შეიძლება იყოს კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფიქრობს, რომ რებრენდინგით ყველა პრობლემას გადაჭრის. ან უფრო ეგოისტური მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეს – იყოს ცვლილების ინიციატორი და ამით დაამახსოვროს მისი სახელი საზოგადოებას. თუმცა, აქ ერთ პრობლემას ვხედავთ და ეს არა CMO-ს, არამედ – ბრენდს უფრო ეხება. ბრენდმა უნდა დაჩრდილოს პიროვნება.

შენიშვნა: დღეს, კომპანიები რებრენდინგს სამი მიზეზით მიმართავენ: თანამედროვეობისთვის, ეგოსა და გადარჩენისთვის.

და რა აძლევთ ცვლილებითვის მოტივაციას? – საჯარო გამოხმაურება? განვითარების სურვილი? აღქმის შეცვლა? თუ რა?

თანამედროვეობისთვის განხორციელებული რებრენდინგის ცენტრალური მიზანია, რომ ბრენდი რელევანტური დარჩეს;

ეგო მიზეზით, რებრენდიგისთვის, როგორც წესი, საფუძველი კომპანიის სამუშაო ტრაექტორიის ცვლილება ხდება, სადაც ამასთანავე, ვინმეს შესაძლოა, კრედიტების მიწერა უნდოდეს ამ დიდი საქმისთვის.

ან როცა წარსულიდან რაღაც ასპექტების ამოღებას, ბრენდის ისტორიის გადაწერას ცდილობენ და მაგალითად, სლოგანის ან ილუსტრაციის ნაწილისას, რომელიც ბრენდის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს უსვამს ხაზს. ასეთი ცვლილება მომხმარებლებს აბნევს ხოლმე.

რაც შეეხება ბრენდის შესანარჩუნებლად გადაწყვეტილი რებრენდინგს – ეს რეაქციაა აფრიალებულ წითელ დროშაზე:

გქონიათ შემთხვევა, თქვენი ბრენდის სახელს საშინელი უკუკავშირი მოჰყოლოდეს? – დაიწყეთ რებრენდინგი;
მცირდება თქვენი ბაზარი და სხვაგან გინდათ შესვლა? – დაიწყეთ რებრენდინგი;
არ იცით, რას აკეთებთ და გინდათ ბიზნესმოდელის შეცვლა? – დაიწყეთ რებრენდინგი.

და ბიზნესი რომ იცვლება, ამ თემაზე მომხმარებელთან კომუნიკაციაში, თქვენი ახალი ვიზუალური იდენტობა/სტილი დაგეხმარებათ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ზემოჩამოთვლილი მიზეზები ვერ იქნება რებრენდინგის ადეკვატური მიზეზი, თუმცა მთავარია, სწორად იცოდეთ თქვენი ბიზნესის შესახებ, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და რას ელიან თქვენგან, იმიტომ, რომ ცვლილებას აუდიტორია აუცილებლად შეამჩნევს და პასუხები მზად უნდა გქონდეთ.

და თქვენ რებრენდინგისთვის მიზეზი გქონდათ?

წყარო: medium



განხილვა