7
Aug
2019

მე დავიღალე! ანუ რატომ მიდიან მოზარდები სპორტიდან? – ასპენის ინსტიტუტის კამპანია

7 Aug 2019



ბავშვები ხშირად ხვდებიან წნეხის ქვეშ. ეს იმიტომ, რომ ზოგჯერ მშობლებს სჩვევიათ, შვილებს კონკრეტულ სფეროში ჩართულობისკენ უბიძგონ. მაგალითად, დააძალონ, გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები, მოიპოვონ დაფინანსება, იყონ კონკურენტუნარიანი, საუკეთესო თავიანთ სფეროებში. ხშირად, ასეთი პრესინგი ბავშვებისთვის სტრესის წყაროდ იქცევა და 6-დან 12 წლამდე მოზარდები სპორტს თავს ანებებენ. არადა, ერთ დროს პროფესიონალად შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყვნენ… ასპენის ინსტიტუტმა, ამ საკითხისადმი ყურადღების მისაპყრობად, კამპანია წამოიწყო. მთავარი აქცენტი ბავშვების ზედმეტ დატვირთვაზე, გადაღლასა და დემორალიზებაზე კეთდება. ბიჭიც, რომელიც რეკლამის მთავარი გმირია, სწორედ იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც სპორტისთვის თავის დანებებამდე მიიყვანა. და ჩნდება კითხვა “რას ვაკეთებთ არასწორად?”… კამპანიაზე სააგენტოებმა ESPN და Arnold Worldwide იმუშავეს.

 

განხილვა