23
Dec
2012

ავსტრალიაში სიგარეტი კოლოფზე “შემზარავი” ფოტოებით გაიყიდება

23 Dec 2012

კობი
კობი


ავსტრალიაში სიგარეტის შეფუთვასთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღეს. ცვლილების მიხედვით, კოლოფის დიდი ნაწილი სიგარეტის მავნებლობის შესახებ ინფორმაციას ეთმობა. 

კანონი უკვე ძალაშია და შესაბამისად, სიგარეტიც ახალი შეფუთვით იყიდება. სხვადასხვა ბრენდის მიუხედავად, ამ პროდუქტის კოლოფი ყავისფერია. სტანდარტულია შრიფტიც. კოლოფის მნიშვნელოვან ნაწილზე განთავსებულია ფოტოები, სადაც აქცენტი სიგარეტის მოწევით გამოწვეულ დაავადებებზე კეთდება. მაგალითად, ერთ-ერთი ფოტო ასეთია : წინა და უკანა მხარეს გამოსახულია კიბოთი დაავადებული ადამიანის ფოტო ავადმყოფობამდე და მის შემდეგ. წარწერა  – “მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს” .

ავსტრალია და სიგარეტი
კანონის მიზანია, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ყველა მწეველი , სანამ სიგარეტს მოუკიდებს.
ასეთი მასშტაბური კამპანიის მიუხედავად ,კამპანია არაეფექტური იყო, ავსტრალიაში მაინც დიდი რაოდენობით არიან მწველები, ცვლილება განსჯის საგანია საზოგადოებაში. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმდენად ძლიერი კამპანიაა, არ შეიძლება ამ ყველაფერმა გარკვეული ცვლილებები არ გამოიწვიოს.
“გასაოცარია , იმდენად შემზარავი და საზიზღარია ეს ფოტოები”, – ამბობს ანტი-მწეველთა ჯგუფის “ქვაით ვიქტორიას” აღმასრულებელი დირექტორი ფიონა შარკი .

ავსტრალია პირველი ქვეყანაა, სადაც კანონით განისაზღვრა , როგორ უნდა იყოს სიგარეტი შეფუთული. გავრცელებული ინფორმაციით, ასეთივე კანონის მიღებას ახალ ზელანდიასა და გაერთიანებულ სამეფოშიც გეგმავენ. კანადაში კი სიგარეტის კოლოფზე გამაფრთხილებელი იარლიყი განათავსეს. თქვენ როგორ ფიქრობთ მარკეტერებო რა გზა არის ყველაზე ეფექტური სიგარეტზე მოთხოვნის შესამცირებლად?

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.