in

ემოციური ანიმაცია რევმატოიდული ართრიტით მცხოვრებ მასწავლებელზე

ემოციური მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი Don’t Stop Motion ართრიტის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად შეიქმნა. უნიკალური პროექტი შემოქმედებით ძალაუფლებას ამ დაავადებით მცხოვრები ადამიანების ხელებში აქცევს და თიხის თერაპიის მნიშვნელობაზე გვესაუბრება. აქ მასწავლებლის შესახებ გვიყვებიან, რომელიც რევმატოიდულ ართრიტთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, შთაგონებას მოსწავლეებში პოულობს.

BOG

ანიმაციის იდეა მარტივი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი იყო: თიხის თერაპია მნიშვნელოვან გამოცდილებად უნდა გვექცია. გვსურდა, პაციენტები პროტაგონისტები ყოფილიყვნენ არამხოლოდ ფილმში, არამედ გამძლეობის გზავნილის მიტანაშიც, — აცხადებს ნინო გოლდბერგი, VML-ის LATAM-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

საინტერესოა, რომ ანიმაციის შექმნის პროცესში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებიც იყვნენ ჩართულნი. სწორედ მათ შექმნეს თიხის პერსონაჟები და აქტიურად მონაწილეობდნენ კინემატოგრაფიულ ნაწილშიც. ანიმაცია ჩილეს მთავრობამ, სარეკლამო სააგენტო VML-თან პარტნიორობით, შექმნა. 

შეგახსენებთ, რომ რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ძირითადად სახსრების დაზიანებით მიმდინარეობს, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში კანის, სისხლძარღვების, ფილტვებისა და სხვა ორგანოების დაზიანებაც ხდება…

Social off Socials – Heineken სოციალიზაციის ახალ გზას გვიჩვენებს

„ეძებე სილამაზე იქ, სადაც შეიძლება არ არსებობდეს” – გიორგი სპანდერაშვილი