პოლი, ტექნოლოგიური კომპანიის მაღალი რანგის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი და თავისი სფეროს ექსპერტია. ის ამაყობს სწავლის სიყვარულით და თავს კომფორტულად გრძნობს, როცა ინდუსტრიის ექსპერტებითაა გარემოცული. ერთხელაც, ის პრესტიჟულ სავაჭრო კონფერენციას დაესწრო. აქტიურად იყო ჩართული, სვამდა კითხვებს უახლესი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რათა გაეფართოებინა თავისი ცოდნა და მიეღო გარშემო არსებული ექსპერტიზა.
თუმცა, შესვენების დროს თანამონაწილის მოულოდნელმა კომენტარმა პოლი დააბნია: „ძალიან კარგი კითხვები გქონდათ. ჩემი კარიერის დასაწყისი გამახსენა“. თანამოსაუბრემ ივარაუდა, რომ პოლი დამწყები იყო და არა გამოცდილი პროფესიონალი. პოლი პარადოქსს წააწყდა: შეიძლება თუ მუდმივი სწავლის წყურვილმა უნებურად დააკნინოს მისი სტატუსი კოლეგების თვალში?
მიუხედავად იმისა, რომ ფართოდ არის მიღებული, რომ კარგი ლიდერები კარგად სწავლობენ, ამას შეიძლება ჰქონდეს უფრო ბნელი მხარეც. თუკი ამ პროცესს ეფექტიანად არ წარმართავთ, შეიძლება თქვენს ლიდერულ ცოდნაში შეეპაროთ ეჭვი.
როგორ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ სწავლის პროცესს ისე, რომ არ წაუხდინოთ სხვებს თქვენზე ექსპერტული შთაბეჭდილება? პოლის მსგავსად, ბევრი ლიდერი, რომელსაც აქვს სწავლის ჩვევა, ზოგჯერ ვერ აცნობიერებს იმ ნიშნებს, რომლებსაც მათი მხრიდან კითხვების ხშირად დასმა იწვევს. აი, როგორ შეიძლება დაინტერესებულმა მხარეებმა არასწორად აღიქვან თქვენი ცნობისმოყვარე სწავლის ქცევა:
შთაბეჭდილება
ეფექტური ლიდერებისგან მოელიან თანამშრომლობისა და პროდუქტიულობის ხელშეწყობას თავიანთ გუნდებში. როდესაც ლიდერის სწავლისადმი მონდომება დიდი დოზით ჩანს, ის შეიძლება ნაკლებად ეფექტურად აღიქვან.
პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა
ლიდერებს სჭირდებათ თავდაჯერებულობის გამოხატვა და თავიანთი პროფესიონალიზმის დემონსტრირება, რათა შეინარჩუნონ ავტორიტეტი. კორპორაციულ კულტურებში, სადაც თავდაჯერებულობა პასუხების ქონას ნიშნავს, ლიდერის მხრიდან მუდმივი კითხვები შეიძლება თავდაჯერებულობის ნაკლებობად აღიქვან.
პოლის შემთხვევაში, მისმა კეთილგანწყობილმა მცდელობებმა ესწავლა და მიეღო ცოდნა კითხვების დასმით, კონტექსტის მიწოდების გარეშე, შექმნა შთაბეჭდილება, რომ მას აკლდა გამოცდილება.
დაბალი ეფექტიანობა
მუდმივი კითხვები და მეტი ინფორმაციის ძიება შეიძლება აღიქვან როგორც გაურკვევლობა და გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი ნიშანი. ყველაფრის გაგებისა და შესწავლის მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს ანალიზის პარალიზი, რაც აზიანებს როგორც ეფექტიანობას, ასევე კარიერულ წინსვლას.
როგორ შევცვალოთ სხვების აღქმა
თქვენი სწავლის სურვილი უნდა იყოს თქვენი პირადი ზრდისა და განვითარების კატალიზატორი – და არა მიზეზი იმისა, რომ სხვებმა ეჭვი შეიტანონ თქვენს ლიდერობაში.
ეს სტრატეგია დაგეხმარებათ, რომ სხვების აღქმა თქვენს განზრახვებთან შესაბამისობაში მოიყვანოთ:
მიზნისა და კონტექსტის შესახებ კომუნიკაცია
თქვენი კითხვების ქვეტექსტის ახსნა და სწავლის მიზნების გაზიარება შეიძლება დაგეხმაროთ არასწორი ინტერპრეტაციების თავიდან აცილებაში. ნათელი, სტრატეგიული კომუნიკაცია არის გასაღები ამ სწავლის მენტალიტეტის გამოწვევის მართვისთვის. შეხვედრებზე ან დისკუსიებში კითხვების დასმამდე, მოკლედ ახსენით თქვენი მსჯელობა და რისი მიღწევა გსურთ. ეს თქვენს კითხვებს წარმოაჩენს, როგორც მიზანმიმართულს და სტრატეგიულს.
მიღებული ცოდნის საქმეში გამოყენება
ეფექტური ლიდერები ახალ უნარებსა და ცოდნას პირდაპირ უკავშირებენ შედეგების მიღწევას. თქვენ უნდა დააბალანსოთ ცოდნის ძიება მოქმედების აუცილებლობასთან. იმის სამუშაოსთან დაკავშირებით, რასაც სწავლობთ თქვენ აღრმავებთ თქვენს წვლილს და აჩვენებთ შედეგების მიღწევის უნარს.
გამოცდილების დემონსტრირება თავდაჯერებულობით
ის, თუ როგორ აყალიბებთ კითხვებს, მნიშვნელოვნად მოქმედებს, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები თქვენს ცოდნას. კითხვების იმ სახით ჩამოყალიბება, რომ თქვენი ცოდნა ასახოს, ხაზს უსვამს თქვენს პროფესიულ თავდაჯერებულობას.
წყარო: HBR